დიეტოლოგებმა წონაში დაკლების მარტივი და ეფექტური სქემა შეიმუშავეს. შედეგი სასიამოვნოდ ახარებს!

დიეტოლოგებმა წონაში დაკლების მარტივი და ეფექტური სქემა შეიმუშავეს. შედეგი სასიამოვნოდ ახარებს!
აი, შემოდგომაც დადგა. ცივი ამინდების დაწყებასთან ერთად, ორგანიზმი მძიმე ნახშირწყლებს მოითხოვს, ხშირად ფუნთუშების სახით, რათა გათბეს. ამიტომ სწორად უნდა მივუდგეთ კვების საკითხს, რათა დანაყრების გრძნობა გვქონდეს, ამასთან, წონაშიც დავიკლოთ და კარგი ფიზიკური ფორმა შევინარჩუნოთ.

დღეს ჩვენი რედაქცია ყველაზე ოპტიმალურ კვების სქემას შემოგთავაზებთ, რომელიც დიეტოლოგებმა შეიმუშავეს. მაშ ასე, ყველაფერი მარტივად იწყება: დილით იღვიძებთ და სვამთ ჭიქა წყალს. თუ კუჭის პრობლემები არ გაწუხებთ, შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონი. ახლა კი გადავიდეთ რაციონზე.

საუზმე (8-9 სთ)

правильное питание для похудения
მოხარშეთ შვრიის ფაფა წყალზე,
დაამატეთ დაჭრილი თხილი, 1 მწიკვი დარიჩინი, ს.კ. თაფლი და ცოტაოდენი ლიმონის წვენი. კარგად მოურიეთ და მიირთვით. ეს სასარგებლო საუზმე დიდ დროს არ მოითხოვს, კარგად ანაყრებს და დადებითად ზემოქმედებს თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. საუზმის შემდეგ 1 საათის განმავლობაში არ დალიოთ წყალი და 2 საათი ნურაფერს მიირთმევთ.

ხემსი (10-11 სთ)

ხემსამდე 20 წუთით ადრე დალიეთ ჭიქა წყალი. შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ვაშლი ან დალიოთ ჭიქა კეფირი ან იოგურტი. ამის შემდეგ ნუ დალევთ წყალს 1 საათი და ნუ მიირთმევთ 2 საათის განმავლობაში.

სადილი (12-13 სთ)
правильное питание для похудения
ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ ჭიქა წყალი. სადილად შეგიძლიათ მიირთვათ მძიმე ნახშირწყლები. მიირთვით მყარი ჯიშის ხორბლის პასტა ტომატის სოუსით ან წიწიბურა სოიოს სოუსით, ან ველური ბრინჯი ფრინველის ხორცით და ბოსტნეულით, ან კრემ-სუპი. მარილის დამატება რეკომენდებული არ არის. სადილის შემდეგ ნუ მიირთმევთ 2 საათი.

სამხარი (14-15 სთ)

правильное питание для похудения
დალით ჭიქა წყალი და 20 წუთში მიირთვით გამომცხვარი ვაშლი დარიჩინით. ძალიან გემრიელი და სასარგებლოა.


ვახშამი (17-18 სთ)
правильное питание для похудения
ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ ჭიქა წყალი. ვახშმად ცილოვანი საკვები უნდა მიირთვათ. მოამზადეთ კვერცხის ცილის ომლეტი ან მიირთვით უცხიმო ხაჭო. თუ ძალიან მოგშივდათ, ღუმელში ან ორთქლზე მოამზადეთ ინდაურის ან ქათმის ხორცი ბოსტნეულით. მიირთვით ზომიერად.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
სოფი
და ვახშამზე კვერცხი???
12:33 / 06-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ანნა
პური და ხილი არა?აბოსტნეული სადა?
19:00 / 04-09-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93