10 მეცნიერული ლაიფჰაკი, რომლებიც დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოცილებაში

10 მეცნიერული ლაიფჰაკი, რომლებიც დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოცილებაში
არ გამოგდით ზედმეტი კილოგრამების მოცილება? გახდით მეცნიერების ხელმძღვანელობით.
ეს სამეცნიერო აღმოჩენები დაგეხმარებათ, მიაღწიოთ მიზანს სწრაფად და იოლად.

როგორ გავხდეთ სწრაფად?

მიირთვით ცისფერი ფერის თეფშებიდან


ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ცისფერი ახშობს მადას. ერთ-ერთი შესაძლო ახსნა: ცისფერი ცუდად ეხამება პროდუქტების ფერებს. ცნობილია, რომ რაც უფრო მიმზიდველია კერძი, მით უფრო მეტს ჭამ. 

შეუხამეთ ფიზიკური და გონებრივი დატვირთვები

კვლევების თანახმად, ისინი, ვინც ველოტრენაჟორზე ან სარბენ ბილიკზე ვარჯიშისას კითხულობდა ან ფილმს უყურებდა, უნებურად უმატებდა სიჩქარეს და შესაბამისად, მეტ კალორიას წვავდა.  

გახდით საათობრივად

თუ გსურთ წონის გაკონტროლება, საკვების მთავარი მიღების დრო დღის პირველ ნახევარში უნდა გქონდეთ. ის ვინც ნოყიერად მიირთმევს 15:00-ზე, წონაში უფრო სწრაფად იკლებს და ინარჩუნებს მას. 

დაისახეთ სწორი მიზნები

თუ გსურთ წონაში დაკლება, მიზნის დასახვისას ნუ ამბობთ „5 კგ უნდა დავიკლო“. მონიშნეთ გონიერი ინტერვალი: „3-დან 5 კგ-მდე უნდა დავიკლო ზღვის სეზონისთვის“. ფსიქოლოგების თქმით, ამოცანას უფრო ადვილად უმკლავდები, როდესაც არსებობს პროგრამა-მინიმუმი და პროგრამა-მაქსიმუმი. 

ნაკლებად ივარჯიშეთ

как убрать лишний вес
კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ის, ვინც დღეში 30 წუთის განმავლობაში ვარჯიშობს აქტიურად, კარგავს მეტ კილოგრამებს, ვიდრე ის, ვინც ორჯერ მეტს ვარჯიშობს. ის, ვინც ხანგრძლივად ვარჯიშობს, განიცდის შიმშილის ძლიერ გრძნობას, ძალიან იღლება და დარჩენილ დღეს სავარძელზე ატარებს. 

დაამატეთ რაციონში წიწაკა

აუცილებლად ჩართეთ რაციონში წიწაკა. კაფსაიცინი - ელემენტი, რომელიც ცხარე წიწაკის შემადგენლობაშია, ააქტიურებს იმუნიტეტს და ახშობს შიმშილის გრძნობას. 

გადმოწერეთ ნაბიჯების თვლის პროგრამა

ეს დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ წონა. პროგრამა ასტიმულირებს ქალებს ფიზიკური აქტივობისკენ. თუ საათში 5 წუთის განმავლობაში იმოძრავებთ, ეს უკვე დიდი ნაბიჯია ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში.

შოკოლადის ფილა კანფეტებით ჩაანაცვლეთ

თუ სახლში მუდამ რაიმე დესერტი გაქვთ, შეიძინეთ ტკბილეულობა ინდივიდუალურ შეფუთვაში, მაგალითად, პატარა კანფეტები. კვლევების თანახმად, როცა ყოველი კანფეტის გახსნა გვიწევს, 30%-ით ნაკლებს მივირთმევთ.

ნუ მიუსხდებით მაგიდას მათთან ერთად, ვინც ბევრს ჭამს

კვლევებმა დაამტკიცა, რომ ქალები გადაიღებენ მათ ჩვევებს, ვისთან ერთადაც სხედან მაგიდასთან. 

დაიწყეთ დილა მზით

დილით, კარგ ამინდში გაისეირნეთ ან დალიეთ ფინჯანი ყავა აივანზე. ეს დაგეხმარებათ არა მხოლოდ შეინარჩუნოთ წონა, არამედ გაგიუმჯობესებთ განწყობას.
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93