ბრინჯის დიეტა ოდითგანვე ცნობილია: ცივილიზაციის პირველივე საუკუნეებიდან დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი იყენებდა ბრინჯს. მისგან ხარშავენ ფაფებს, ამზადებენ დესერტებს, სპირტიან სასმელებს. კვების სპეციალისტები კი აფასებენ ამ პროდუქტს მისი თვისების გამო - ბრინჯი შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს და აცილებს ზედმეტ შლაკებსა და კილოგრამებს.
ბრინჯის დიეტა "ორი კერძი"
ეს დიეტა 5 დღეზეა გათვლილი. ყოველდღე დაშვებულია საკვების 2-ჯერ მიღება. ერთ-ერთი მათგანი მოხარშული ბრინჯისგან შედგება, მეორე კი - ზღვის პროდუქტებისგან ან თევზისგან (მოხარშული ან გრილზე მომზადებული). ბრინჯისა და ზღვის პროდუქტების არევა არ შეიძლება: მაგალითად, თუ დილით თევზის ფილეს ულუფა მიირთვით, დღის მეორე ნახევარში მიირთვით ბრინჯი.
ამ დიეტის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ჩაი (4 ჭიქა დღეში) და უბრალო, უგაზო წყალი - ჭამამდე 30 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ 1,5 საათში. ბრინჯის კერძების მოცულობა არ რეგულირდება, მაგრამ ულუფა გიგანტურიც არ უნდა იყოს. რეკომენდებულია ბრინჯის ღამით ჩალბობა წყალში ფერმენტაციისთვის. სხვადასხვა დღეს შეგიძლიათ ბრინჯის სხვადასხვა სახეობა მიირთვათ. ნუ დაამატებთ მარილსა და კარაქს ზღვის პროდუქტებსა და ბრინჯში.
ბრინჯის დიეტა "ორი კერძი" აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და 5 დღეში შესაძლებელია 3-5 ზედმეტი კილოგრამის მოცილება.
განტვირთვის დღეები ბრინჯით
უამრავმა დიეტოლოგმა შესანიშნავად იცის ბრინჯის დეტოქს-თვისებების სარგებლის შესახებ. მას მენიუში განმტვირთავი დღეებისთვის იყენებენ, რაც ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში, მაგალითად, დღესასწაულების შემდეგ, ან ეხმარება ნორმალური წონის შენარჩუნებაში.
ცნობილი დიეტოლოგი ალექსეი კოვალკოვი ასეთ რეცეპტს გვთავაზობს: მოხარშეთ 230 გრ მუქი ბრინჯი, დაამატეთ ფაფაში 1 ჭიქა წვრილად დაჭრილი გარგრის ჩირი, საყვარელი სუნელები და კარგად მოურიეთ.
მიღებული კერძი დაყავით 2 დღეზე და მიირთვით მხოლოდ ის, შეზღუდვების გარეშე. დალიეთ წყალი და მწვანე ჩაი.
ვარსკვლავების დიეტოლოგი მარგარიტა კოვალიოვა კი გვირჩევს დიეტას "ბრინჯის ორშაბათი" - კვირა დღეს ჩაალბეთ ცივ წყალში 250 გრ ბრინჯი, დილით გარეცხეთ, დაასხით მდუღარე წყალი და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ. დაყავით 6-8 ნაწილად.
ბრინჯის ორშაბათს შეგიძლიათ მიირთვათ 3 ს.კ. თაფლი (ბრინჯისგან დამოუკიდებლად) და დალიოთ 2,5 ლიტრი წყალი.
განტვირთვის დღე დაგეხმარებათ მოიცილოთ ზედმეტი 1-1,5 კგ. გარდა ამისა, ის აჩქარებს მეტაბოლიზმს.