დიდი წმენდა: დეტოქსის დღე, რომელიც ფორმას დაგიბრუნებთ

დიდი წმენდა: დეტოქსის დღე, რომელიც ფორმას დაგიბრუნებთ
სიმძიმე კუჭში, უხასიათობა, აპათია - ასეთი ტვირთით ცხოვრებაში საწადელს ვერ მიაღწევ. აი, ე.წ. დეტოქს-დღის დახმარებით კი ყველა თქვენი გრანდიოზული გეგმის განხორციელება არის შესაძლებელი.

არავითარი რთული კერძები, ეგზოტიკური პროდუქტები და სასწაულმოქმედი აბები. მხოლოდ რამდენიმე მარტივი წესის დაცვით მიიღებთ სასურველ შედეგს და გათავისუფლდებით უსიამოვნო სიმპტომებისგან.

დალიეთ საკმარისი რაოდენობით წყალი

ამის შესახებ, რა თქმა უნდა, იცით, მაგრამ ალბათ, წესს არ მისდევთ. უნდა დალიოთ დღე-ღამეში 1,5-2 ლიტრი წყალი. ჩაი და ყავა კი სრულიად გამორიცხეთ.

უარი თქვით ხორცზე

თუნდაც ერთი
დღით. თანაც, ეს არამხოლოდ წითელ ხორცს ეხება - ფრინველის ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები... ცხოველური ცხიმების გადამუშავება რთულია და მის დასაწვავად დიდი დროა საჭირო.

მიირთვით ხილი და ბოსტნეული

ეს გახლავთ უჯრედისის დიდი წყარო, რომელიც მუშაობს სორბენტის სახით - ღრუბლის მსგავსად იწოვს ენდოტოქსინებს. გარდა ამისა, ხილი და ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებით და მიკროელემენტებით, რაც ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას.

ბოსტნეულს დაუმატეთ მცენარეული ზეთი

მცენარეული ზეთი ასტიმულირებს ნაღვლის გამომუშავებას. ამგვარად, ხელს უწყობს ღვიძლის ეფექტურ დრენაჟს.

შეამცირეთ მარილის რაოდენობა

ან სულაც უარი თქვით მასზე დეტოქსის დღეს. მარილი აკავებს წყალს, ეს კი აფერხებს თირკმელების მუშაობას ტოქსინების გამოდევნაში.

სცადეთ ნაწლავური ლავაჟის პროცედურა
ამგვარად, ბუნებრივი გზით გაწმენდთ ნაწლავებს ორგანიზმის მომწამლავი ენდოტოქსინებისგან. პროცედურა მარტივია - 3-4 საათის განმავლობაში უნდა დალიოთ მარტივი ხსნარი, რომელიც მინერალური მარილებისგან შედგება. 1,5 საათში ნაწლავები ბუნებრივად გაიწმინდება. პირველ შედეგებს უკვე რამდენიმე საათში შენიშნავთ - სიმსუბუქე და მუცელში სიმძიმის შეგრძნების გაქრობა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
?
ისიც განმარეთ რა არის მარტივი ხსნარი და რა რაოდენობით უნდა მოხდეა მისი მიღება
09:32 / 29-11-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93