დიეტა / ფიტნესი

6 სასმელი, რომლებიც წვავს ცხიმს, სანამ თქვენ გძინავთ

6 სასმელი, რომლებიც წვავს ცხიმს, სანამ თქვენ გძინავთ
ოდესმე გიფიქრიათ, რომ შეგიძლიათ დაიკლოთ წონაში ძილის დროს? ეს ოცნება არ არის - რეალობაა! დალიეთ ეს სასმელები და გახდით სანამ გძინავთ! ისინი ნატურალური იგრედიენტებისგან შედგება, აჩქარებს მეტაბოლიზმს, წვავს კალორიებს და რაც მთავარია, არ ავნებს ორგანიზმს.

დარიჩინის (აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას) და თაფლის (ამცირებს სტრესის ჰორმონის წარმოქმნას) ნაყენი:


ჩაყარეთ თასში 2 ს.კ. დარიჩინი. დაამატეთ 250 მლ მდუღარე წყალი, მოურიეთ და გააცივეთ. ცივ სითხეში დაამატეთ 2-4 ს.კ. თაფლი
და კვლავ მოურიეთ. ნაყენი მზადაა!

კიტრი და ჯანჯაფილი

დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი და სასმელი მზადაა! ძალიან სასარგებლოა, რადგან წვავს მუცლის ცხიმს. აი, რა დაგჭირდებათ სასმელისთვის:
  • 1 ლიმონი
  • კიტრი
  • 1 ს.კ. გახეხილი ჯანჯაფილი
  • 1 ს.კ. ალოე ვერას წვენი
  • 1 კონა ქინძი ან ოხრახუში
  • ½ ჭიქა წყალი

გრეიპფრუტის სასმელი

დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი და სასმელი მზადაა! ეს სასმელი ახშობს შიმშილის გრძნობას და აჩქარებს ნიივთიერებათა ცვლას ძილის დროს.

დაგჭირდებათ:
  • 1 ჭიქა გრეიფრუტის წვენი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი

ჭარხალი და ოხრახუში

გარეცხეთ და დააბლენდერეთ ინგრედიენტები. კოქტეილის მომზადება იოლია, რაც მთავარია - ის სასარგებლოა!
3 ღერი ნიახური
  • 1 კიტრი
  • ½ ჭიქა ოხრახუში
  • ½ ჭიქა ისპანახი
  • ¼ ჭარხალი

ანანასი და ისპანახი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. რამდენიმე ხანში იგრძნობთ ამ სასმელის ეფექტს!
  • 1 ჭიქა დაჭრილი ანანასი
  • 2 კონა ისპანახი
  • ლიმონი ან ლაიმი
  • 1 ღერი ნიახური
  • წყალი

მარწყვი და ფორთოხალი

დააბლენდერეთ ინგრედიენტები და მოურიეთ. სულ ეს არის! იოლია, არა?
  • 1 ჭიქა მარწყვი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
  • წყალი
ყველა ეს სასმელი უფროსებითვის არის განკუთვნილი. ეცადეთ, აარიდოთ ბავშვებს, ასევე რეკომენდებული არ არის ორსულთათვის და მეძუძური დედებისთვის.
ბეჭდვა
e87a93