ცხიმის წვა და წონის კლება გრეიპფრუტის წარმოუდგენლად ეფექტური დიეტით

ცხიმის წვა და წონის კლება გრეიპფრუტის წარმოუდგენლად ეფექტური დიეტით
ეს დიეტა დაბალკალორიულია და ეფუძნება ფაქტს, რომ გრეიპფრუტი შეიცავს "მაგიურ" ნივთიერებას, რომელსაც ცილებთან შეხამებაში წონაში კლება მოსდევს.

დიეტა ცნობილია სახელწოდებით "ჰოლივუდის დიეტა" და ის გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდა პირველად.

დიეტის გეგმა:


საუზმე:

2 ნაჭერი ლორი, 2 კვერცხი (მოხარშული ან შემწვარი), უშაქრო ყავა და 1 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი.

სადილი:

ბოსტნეულის სალათა ხორცით; 1 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხორცი და მოამზადოთ გემოვნებით. მიირთვით, სანამ არ დანაყრდებით.

ვახშამი:

მწვანე ბოსტნეული თევზით ან ხორცით, 1 ჭიქა
გრეიპფრუტის წვენი.

ხემსი ძილის წინ:

1 ჭიქა ტომატის წვენი ან რძე.

რჩევები: ბოსტნეულიდან უპირატესობა უნდა მიანიჭოთ წითელ და მწვანე ხახვს, კომბოსტოს, პომიდორს, სალათს, ბროკოლს, ისპანახს, სტაფილოს, ასევე, ნიახურს, სიმინდს, თეთრ ხახვს, კარტოფილს, ბარდას. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი თევზი და ხორცი.
ხორცისა და ბოსტნეულისთვის გამოიყენეთ ნებისმიერი ზეთი და სუნელები განუსაზღვრელი ოდენობით. შეგიძლიათ მოხარშოთ, შეწვათ ან გამოაცხოთ.

დიეტა 12 დღის განმავლობაში გრძელდება. თუ გსურთ გაგრძელება, მინიმუმ 2 დღით უნდა შეისვენოთ. ეს გახლავთ დაბალკალორიული დიეტა და არ არის საჭირო კალორიების დათვლა და ულუფების გაზომვა. მისი გაკონტროლება იოლია. დიეტის განმავლობაში შესაძლებელია კვირაში 2,5-3 ზედმეტი კილოგრამის დაკლება.

ასევე იხილეთ:
ლიმონიანი წყლის დიეტა - მინუს 10 კგ 2 კვირაში!
ლიმონიანი წყლის დიეტა - მინუს 10 კგ 2 კვირაში!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93