დიეტა "5 კოვზი" გასწავლით, როგორ ჭამოთ ნაკლები, შიმშილის გრძნობის გარეშე

დიეტა "5 კოვზი" გასწავლით, როგორ ჭამოთ ნაკლები, შიმშილის გრძნობის გარეშე
თუ ზედმეტი ზონის დასაკლებად გსურთ, მაგრამ კუჭის ოპერაციით დაპატარავება ან ფიზიკური ვარჯიში თქვენს გეგმაში არ შედის, ჩვენი დიეტა თქვენთვისაა. დრო: შეზღუდული არ ხართ.
შედეგი: 5-20 კილო.
აკრძალვა: ფეხმძიმეებისთვის, მეძუძურებისთვის, ქრონიკული დაავადებებების მქონეთათვის.

დიეტის დადებითი მხარე:

არ გაქვთ შიმშილის გრძნობა.
რეგულირდება შაქრის დონე სისხლში.
უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა.

5 სადილის კოვზის 5 მარტივი წესი

1. ყოველი ჭამის წინ თეფზე დაიდეთ საკვების მხოლოდ 5 კოვზი.

2. აკონტროლეთ, რომ კვებას შორის შუალედი იყოს 3 საათი.

3. მენიუ შედგება ნებისმიერი პროდუქტისგან.

4. გეკრძალებათ გაზიანი სასმელები, სოუსები და მარინადები აგრეთვე ცხარე და მარილიანი საკვები. უშაქრო ჩაი და ყავა შეუზღუდავია.

5. მოერიდეთ ისეთი საკვების მიღებას როგორიცაა: ნახევარფაბრიკატები, ცხიმში შემწვარი საკვები. გამოიყენეთ საკვების მოსამზადებლად გრილი, ორთქლი.

5 სადილის კოვზის სავარაუდო მენიუ

8 საათი - შვრიის ფანტელის ფაფა, კენკრითა და კარაქით, ყავა.

11 საათი - ბანანი, ვაშლი ან პომიდორი.

14 საათი - მოთუშული ხორცი, ან ქათმის მკერდი გრილზე.

17 საათი - ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ან სელის ზეთით.

20 საათი - ხაჭოს ულუფა.

23 საათი
- მაწონი ან კეფირი.

წყალი სურვილის მიხედვით უნდა სვათ. თუ ტკბილეულზე უარს ვერ ამბობთ, მიირთვით დღის პირველ ნახევარში რომელიმე საკვების ნაცვლად.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93