დიეტა "5 კოვზი" გასწავლით, როგორ ჭამოთ ნაკლები, შიმშილის გრძნობის გარეშე - Marao

დიეტა "5 კოვზი" გასწავლით, როგორ ჭამოთ ნაკლები, შიმშილის გრძნობის გარეშე

2020-05-05 10:07:00+04:00

თუ ზედმეტი ზონის დასაკლებად გსურთ, მაგრამ კუჭის ოპერაციით დაპატარავება ან ფიზიკური ვარჯიში თქვენს გეგმაში არ შედის, ჩვენი დიეტა თქვენთვისაა.
დრო: შეზღუდული არ ხართ.

შედეგი: 5-20 კილო.

აკრძალვა: ფეხმძიმეებისთვის, მეძუძურებისთვის, ქრონიკული დაავადებებების მქონეთათვის.

დიეტის დადებითი მხარე:

  • არ გაქვთ შიმშილის გრძნობა.
  • რეგულირდება შაქრის დონე სისხლში.
  • უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა.

5 სადილის კოვზის 5 მარტივი წესი

  1. ყოველი ჭამის წინ თეფზე დაიდეთ საკვების მხოლოდ 5 კოვზი.
  2. აკონტროლეთ, რომ კვებას შორის შუალედი იყოს 3 საათი.
  3. მენიუ შედგება ნებისმიერი პროდუქტისგან.
  4. გეკრძალებათ გაზიანი სასმელები, სოუსები და მარინადები აგრეთვე ცხარე და მარილიანი საკვები. უშაქრო ჩაი და ყავა შეუზღუდავია.
  5. მოერიდეთ ისეთი საკვების მიღებას როგორიცაა: ნახევარფაბრიკატები, ცხიმში შემწვარი საკვები. გამოიყენეთ საკვების მოსამზადებლად გრილი, ორთქლი.

5 სადილის კოვზის სავარაუდო მენიუ

8 საათი - შვრიის ფანტელის ფაფა, კენკრითა და კარაქით, ყავა.

11 საათი - ბანანი, ვაშლი ან პომიდორი.

14 საათი - მოთუშული ხორცი, ან ქათმის მკერდი გრილზე.

17 საათი - ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ან სელის ზეთით.

20 საათი - ხაჭოს ულუფა.

23 საათი - მაწონი ან კეფირი.

წყალი სურვილის მიხედვით უნდა სვათ. თუ ტკბილეულზე უარს ვერ ამბობთ, მიირთვით დღის პირველ ნახევარში რომელიმე საკვების ნაცვლად.