გულის დაავადებების რისკის თავიდან აცილება და გლამურული ვიზუალი ზოგჯერ საკმარისი მიზეზი არ არის ადამიანებისთვის წონის კლების მოტივაციისთვის.
ერთი შეხედვით, ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც თავად თვლის კომფორტულად. თანამედროვე სამყაროს სილამაზის სტანდარტების უარყოფაც საკმაოდ კარგი მიზეზია ინდივიდუალისტური ხასიათის გამოსავლენად, თუმცა ასეთი მიდგომა ყოველთვის გამართლებული არ არის.
სტატისტიკის მიხედვით, ამერიკაში სიმსუქნით გამოწვეული პრობლემებით ყოველ წელს 300 000–500 000-მდე ადამიანი იღუპება, რომ არაფერი ითქვას სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებაზე.
რაც შეეხება საქართველოს, 2010 წლის მონაცემების მიხედვით, ჭარბი წონა და სიმსუქნე ერთად მოსახლეობის 56%-ს,ხოლო მხოლოდ სიმსუქნე 25%-ს აწუხებს. ჭარბი წონა მამაკაცებში პროცენტულად უფრო მეტია, ხოლო სიმსუქნე - ქალებში. ამის მთავარ მიზეზად ნაკლები ფიზიკური აქტივობა ითვლება, რადგან ქალები საოფისე საქმიანობით უფრო ხშირად კავდებიან, ვიდრე ფიზიკური შრომით.
გასათვალისწინებელია, რომ წონის დაკლება სასურველი მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არის. ზედმეტი კილოგრამების მოშორებას სულიერ სიჯანსაღემდეც მიჰყავს ადამიანი, თუ, რა თქმა უნდა, წონის კლება ბუნებრივი და რეკომენდებული მეთოდებით ხდება და დამანგრეველ დიეტებს ან შიმშილს არ უკავშირდება.
ექიმების მთავარი რეკომენდაცია ყოველთვის სწორი ვარჯიშია, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კერძო ინსტრუქტორის დაქირავება და ძვირად ღირებულ დარბაზებში სიარული ნაკლებად ხელმისაწვდომია. ამიტომ საკუთარი ჯანმრთელობის ეჭვქვეშ დაყენება უწევთ.
სწორედ ასეთი ადამიანებისთვის hotsale.ge-მ თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტთან ერთად ძალიან სახალისო და ამავდროულად, საკმაოდ სერიოზული პროექტი დაიწყო – „როგორ დავიკლო 10 კგ თვენახევარში“. პროექტის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ოცნება აიხდინოს და საკმაოდ ძვირად ღირებული პროცედურები ჩაიტაროს 1,5 თვის განმავლობაში 10 კილოს დაკლების გარანტიით. ამისთვის საჭიროა პირადი მონაცემების გადაგზავნა მეილზე socialmedia@hotsale.ge. შერჩეული 3 გამარჯვებულის სხეულისა და ჯანმრთელობის პროგრესი სოციალური ქსელით გაშუქდება. ბალნეოლოგიური კურორტის წამოწყება საკმაოდ საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ადამიანებს სასურველი ფიგურის მიღებაში დაეხმარება და გარდა ამისა, მისცემს შანსს, რომ იქცნენ საუკეთესო მოტივატორები მათთვის, ვისაც წონის სწორად და ეფექტურად დაკლება სურს.
იხილეთ პროექტის დეტალები