ზაფხულის დაწყებამდე ორი თვეა დარჩენილი.
ეს არც ისე ბევრია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს.
მოკლედ, თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ ტრენერების დახმარებით მოიშოროთ ზედმეტი წონა და სანაპიროზე თავი მოიწონოთ.
არსებობს ერთი საინტერესო პროგრამა, რომლის სახელია: “Aqua Atletica”.
ის, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ მაინც „ახალი ხილია“.
როგორც მწვრთნელები ამბობენ, ამ პროგრამის მეშვეობით წყალი შეგვიძლია მხოლოდ ცურვისთვის კი არა, ტრენაჟორადაც გამოვიყენოთ.
“Aqua Atletica” იძლევა საკმაოდ კარგ შედეგს და ამასთანავე, განსაკუთრებულ შეგრძნებებს ბადებს.
მისი წყალობით მაგრდება სხეულის ყველა კუნთი და ეს ყველაფერი ზედმეტი დატვირთვის გარეშე ხდება.
გარდა ამისა, ამგვარ ვარჯიშებს მასაჟის მაგივრობის გაწევაც შეუძლია.
რაც მთავარია, იმდენად აუმჯობესებს ლიმფოდრენაჟს, რომ შედეგი მცირე დროში შეგვიძლია მივიღოთ.
ნათია ხუნაშვილი