ალბათ, გსმენიათ, რომ დღეში 15-30 წუთი უნდა იაროთ ფეხით, რაც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არ გაინტერესებთ, კონკრეტულად რისთვის?
1. გულ-სისხლძარღვოვანი სისტემისთვის
ფეხით სიარული დაგიცავთ ინფარქტისა და ინსულტისგან. დაგირეგულირდებათ წნევა, სისხლის მიმოქცევა, ქოლესტერინის დონე.
2. ტვინისთვის
კვლევით დადგინდა, რომ ის, ვინც ფიზიკურად აქტიურია, ის გონებით კარგად მუშაობს. საუბარია არა სიმძიმეების აწევაზე, არამედ ფეხით სიარულზე, რაც ენდორფინების გამომუშავებას უწყობს ხელს და აჯანსაღებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
3. ცელულიტის პროფილაქტიკა
ცელულიტისგან სრულიად გათავისუფლება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ფეხით სიარულით კალორიებს დაწვავთ და პრობლემურ ადგილებსაც საგრძნობლად შეამცირებთ.
4. უმჯობესდება მეტაბოლიზმი
სისხლი ჟანგბადით მდიდრდება, ნივთიერებათა ცვლა და მეტაბოლიზმი უმჯობესდება. შედეგად, ზედმეტი კილოგრამებისა და ტოქსინებისგან თავისუფლდებით.
5. უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა
ფეხით სიარული ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს. შეკრულობას დაგავიწყებთ და მსხვილი ნაწლავის კიბოსგანაც დაგიცავთ.
6. აძლიერებს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს
ექიმების რჩევით, დღეში 30 წუთი უნდა იაროთ, რომ გაგიძლიერდეთ ძვლოვანი სისტემა.
7. უმჯობესდება მხედველობა
თუ გსურთ, მკვეთრი მზერა გქონდეთ, ფეხით უნდა იაროთ. შეიძლება გაგიკვირდეთ, რა კავშირია ფეხით სიარულსა და მხედველობას შორის, მაგრამ დადგენილია, რომ ფეხით სიარული თვალის წნევას დაბლა სწევს და გლაუკომის განვითარებასაც აფერხებს.
8. კუნთის ტონუსი
თუ გსურთ, ძლიერი კუნთოვანი მასა გქონდეთ, დღეში 8-10 ათასი ნაბიჯი უნდა გადადგათ. ამგვარად, შეინარჩუნებთ სხეულის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ეს საუკეთესო ვარჯიშია მინიმალური დანახარჯით.