„შენ თვითონ ხარ საკუთარი თავის დიეტოლოგი“, - გამოსადეგი რჩევები ანანო კაკაბაძისგან

„შენ თვითონ ხარ საკუთარი თავის დიეტოლოგი“, - გამოსადეგი რჩევები ანანო კაკაბაძისგან
ანანო კაკაბაძე, რომელმაც 25 კილოგრამი დაიკლო და საკუთარ მიზანს მიაღწია, ახლა თავის გამოცდილებას MARAO.GE-ს მკითხველს უზიარებს.

„დაახლოებით 2 თვეა, რაც სრულფასოვან დიეტაზე ვარ. მანამდე იყო უშედეგო შიმშილი, დარღვევა, შემდეგ ისევ მომატება და ორგანიზმის დატანჯვა. 10-15 კილო დავიკელი ყოველგვარი შიმშილის და ცუდი ხასიათის გარეშე, რაც დიეტებს თან ახლავს. ბავშვობიდან მაწუხებდა ჭარბი წონა და როგორც შემეძლო, ვებრძოდი ყოველთვის, მაგრამ არასდროს არ მყოფნიდა მოტივაცია იმისთვის, რომ ბოლომდე მიმეყვანა დაწყებული დიეტა. დისკომფორტი, რა თქმა უნდა, აქვს ყველა ადამიანს, რომელიც
ებრძვის წონას. არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ისე იქცევიან, თითქოს ეს არ არის მნიშვნელოვანი და მათთვის სულ ერთია, როგორ გამოიყურებიან. შინაგანად ყოველთვის გინდა, ჩაიცვა ის, რაც მოგწონს და გამოიყურებოდე ისე, როგორც შენ გინდა. ჩემს ხასიათზე ძალიან ცუდად მოქმედებდა ეს ყველაფერი. ვეჩხუბებოდი ყველას და ვიყავი აგრესიული, მაკომპლექსებდა ყველაფერი, საერთოდ არაფერი არ მომწონდა, რასაც ვიცვამდი და როგორც გამოვიყურებოდი.  
დაკლების შემდეგ ბევრად ბედნიერი ხარ, სულ იღიმი, ყველა გიყვარს და სულ პოზიტიურად ხარ, იცვამ ყველაფერს, რაც მოგწონს და მოგწონდა ადრე და გინდა, ყველამ გაიზიაროს შენი ბედნიერება.


მოტივაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ, ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ და დავიჯეროთ, რომ ამას ვინმესთვის კი არა, ჩვენი თავისთვის და გარეგნობისთვის ვაკეთებთ და ეს მხოლოდ ჩვენთვის იქნება კარგი. ამ აზრების ჩამოყალიბების შემდეგ მივხვდი, რომ მქონდა უდიდესი მოტივაცია და პასუხისმგებლობა ჩემი თავის მიმართ.


დიეტას რაც შეეხება, არ მომწონს სწრაფი დიეტები და შიმშილი. ყველაზე კარგი გზა ჯანსაღ ცხოვრებამდე სწორი კვებაა, რომლის დროსაც შენ თვითონ ხარ შენი თავის დიეტოლოგი, რომელიც დიეტას გიდგენს. ცდუნება დიდია, გინდა ყველაფერი და ყველაფერზე წახვალ, ოღონდ ჭამო, მაგრამ ამ დროსაც ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ. 1 კვირის შემდეგ ყველა ცდუნება გაქრება. მინდა ყველას ვურჩიო, არ დანებდეთ, გააკეთეთ ყველაფერი მიზნის მისაღწევად და უკან არასდროს დაიხიოთ.“

იხილეთ: როგორ დაიკლო ნათია ბელთაძემ 25 კილოგრამი და რას გვირჩევს ის: „ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ!“

როგორ დაიკლო ნათია ბელთაძემ 25 კილოგრამი და რას გვირჩევს ის: „ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ!“
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31