დიეტა და 10 წესი მიზანდასახული ქალბატონისგან, რომელმაც 55 კგ დაიკლო

დიეტა და 10 წესი მიზანდასახული ქალბატონისგან, რომელმაც 55 კგ დაიკლო
„55 კგ დავიკელი, ოცნება ავიხდინე. ერთი ოცნება დამრჩა - სამშობლოში დაბრუნება“

მადონა ბოჭორიშვილი წლების განმავლობაში ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა მას ეს ძვირად დაუჯდა და ნაღველიც კი დაკარგა. ახლა ის ემიგრაციაშია, სადაც მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური სტრესის გამო წონაში მკვეთრად მოიმატა. საბედნიეროდ, მან სწორი გზა მალევე იპოვა და 55 კგ დაიკლო. რა მეთოდით და როგორ მოახერხა ეს, ამაზე მადონამ marao-ge-სთან თავადვე ისაუბრა და მკითხველს საკუთარი 10 ოქროს წესიც გაუმხილა:
„მთელი ცხოვრებაა ჭარბ კილოგრამებს ვებრძვი. მაშინ, როცა ჩემმა წონამ 80 კილოგრამს მიაღწია,
დისკომფორტმა კი - პიკს, გადავწყვიტე, პოლ ბრეგის დიეტა დამეცვა, რაც დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ გადმოდუღებულ წყალზე ყოფნას მოითხოვს. 17-დღიანი შიმშილით და მხოლოდ ასეთი წყლის სმით 35 კილოგრამი დავიკელი, თუმცა ამას ჩემი ნაღველიც შეეწირა. ოპერაციიის შემდეგ ისევ მოვიმატე და 103 კგ-ს მივაღწიე. ამ პერიოდში მომიწია ემიგრაციაში წასვლა, სადაც ჩემი წონის გამო სამსახურის პოვნა გამიჭირდა. თუ მსუქანი ხარ, ე.ი. ბევრს ჭამ, ასეთი კი არავის უნდა. ბოლოს, როგორც იქნა, ვიპოვე ოჯახი. მოგეხსენებათ, როგორ პირობებში გვიწევს მუშაობა და წონამაც კიდევ უფრო მომატება დაიწყო, 155 კგ-საც მივაღწიე. ეს ჩემმა მასპინძლებმაც შენიშნეს და ბებიის შვილმა მითხრა, თავს თუ არ მიხედავ, შენც შენი მოსავლელივით ეტლში აღმოჩნდებიო.

მერე „ფეისბუქზე“ აღმოვაჩინე ჯგუფი „რეჟიმი -55“, სადაც რეკომენდაციას ჯანსაღ კვებას უწევდნენ და არა შიმშილს, დებდნენ საკუთარი კვების რაციონს, გეგმებს, მიღწევებს. თავიდან ცოტა ვიუხერხულე, თუმცა შემდეგ პირველი ნაბიჯი გადავდგი და ჯგუფში დავწერე, რომ მომწონდა მათი შემართება და რჩევები მჭირდებოდა. მათ დაუზარელად მომცეს რამდენიმე რჩევა, რომელიც წონის დაკლების პირველ პერიოდში ძალიან დამეხმარა. ახლა მინდა ეს რჩევები თქვენ გაგიზიაროთ, თუმცა მთელი რეჟიმის აქ დაწერა გამიჭირდება. ის სახელმძღვანელოსავითაა, გასწავლის სწორ კვებას და ცხოვრების წესს გიცვლის. ჭამ ყველაფერს, მაგრამ წინასწარ განსაზღვრული დროით, რაოდენობით და სპეციალური რეცეპტით მომზადებულს.

მაშ ასე, 10 ოქროს წესი დამწყებთათვის:

1. შიმშილში გატარებული ყოველი დღე წონის მომატებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია
2. დილა დაიწყეთ 1 ჭიქა წყლით
3. საუზმე მიირთვით დილის 9 საათამდე
4. ტკბილეული დააგემოვნეთ მხოლოდ დღის პირველ ნახევარში, შემდეგ მას ისევე შეხედეთ, როგორც საწამლავს
5. არანაირი ხილი და ცომეული სადილზე
6. დაივიწყეთ ქურა! ზეითუნის ზეთში შეწვით ღუმელში ან გრილზე
7. 5 დღეში ერთხელ მიიღეთ ცილოვანი პროდუქტი
8. აქციეთ დიეტა ცხოვრების წესად, ნუ მოიწყობთ ე.წ. განტვირთვის დღეებს
9. არავითარი ბურღულეული ვახშამზე
10. საღამოს 6 საათის შემდეგ დასაშვებია მხოლოდ უშაქრო ჩაი ან ყავა

ამ წესებით დავიწყე და ჩემი ერთი ოცნება უკვე ავიხდინე, 55 კგ დავიკელი. კიდევ ერთი ოცნება მაქვს - სამშობლოში დაბრუნება. ამასაც მალე რეალობად ვაქცევ“, - ამბობს მადონა.

იხილეთ: „რეჟიმი - 55“ - წონაში კლება შიმშილის გარეშე, მარიანა იოსებაშვილი დეტალურ ინსტრუქციას გვიზიარებს


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
Share
კომენტარები / 7 /
მარინა ბერულავა
ბრავო მამიდა მაგარი ხარ
01:12 / 08-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ეკა
წარმატებები მადო
21:00 / 03-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი