„ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი, რომ დავუმტკიცებდი და შევძლებდი“ - როგორ დაიკლო ნათია ბალანჩივაძემ 42 კილო

„ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი, რომ დავუმტკიცებდი და შევძლებდი“ - როგორ დაიკლო ნათია ბალანჩივაძემ 42 კილო
მეგობრები ძალიან კორექტულად და მოკრძალებულად მეუბნებოდნენ, რომ უნდა დამეკლო. ჩემმა დამ კი დიდი მუდარის და უშედეგო თხოვნის შემდეგ ჩუმად ფოტო გადამიღო, რომელშიც მგონი, იმაზე უფრო დიდი ვჩანდი, ვიდრე ვიყავი და შემახსენა, რომ უკვე ჩემმა წონამ პიკს მიაღწია. ამაზე სიტყვითაც მიმანიშნა. ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი, რომ დავუმტკიცებდი და შევძლებდი... 

ჩემს მეუღლეს ეშინოდა, რამე არ დამმართნოდა, რადგან ხვრინვის დროს, ფაქტობრივად, სუნთქვას ვწყვეტდი. ჩვენი სიყვარული ძალიან ძლიერია, 14 წლიდან ერთად მოვდივართ და ვიზუალური მხარე ვერაფერს დაგვაკლებდა, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობა
ძალიან აღელვებდა.

ზაფხულში 12 წლის უნახავ დედასთან გავფრინდი და თვითმფრინავში ღვედი ვერ შევიკარი, რის გამოც თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი... დედას ვამჩნევდი, რომ ჩუმად უყურებდა ჩემს სხეულს, მაგრამ გული რომ არ მტკენოდა, არაფერს მეუბნებოდა. მალევე მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება და დავსვი წერტილი, ანუ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომელი დიეტა დამეწყო. უცებ გამახსენდა ჩემი სტილისტი, ცოცხალი მაგალითი, რომელმაც "დუკანის დიეტის" მეშვეობით დაიკლო. სწორედ მისგან მივიღე რჩევა-დარიგება და დიეტაც დავიწყე.

11 თვეში 42 კილო დავიკელი. თავიდან შედარებით უფრო სწრაფად ვიკლებდი, ახლა ცოტა მიჭირს, მაგრამ წონაც ნაკლები დამრჩა დასაკლები. აუცილებლად მივალ დასახულ მიზნამდე, რა დრო და ძალისხმევაც არ უნდა დამჭირდეს. მე ამას შევძლებ.

ვისაც გახდომა უჭირს და ფსიქოლოგიურადაც არაა შემზადებული დიეტისთვის, ვურჩევ, ეცადონ, პირველი სამი დღე გაუძლონ და სწორად იკვებონ. აუცილებლად მიიღებენ შედეგს, თავიდან მცირეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მისცემთ სტიმულს. როცა რამეზე სული წასძლევთ, დააკვირდნენ თავიანთ სხეულს და იმ ფოტოს, რომელშიც განსაკუთრებით ცუდად და მსუქნად გამოიყურებიან.

კვებიდან უნდა ამოიღონ: შემწვარი, ცომეული, ტკბილეული. ამ დიეტის მიხედვით, ხილიც აკრძალული გვაქვს.
ორგანიზმი მოშიებამდე არ უნდა მიიყვანონ, ეს აუცილებელია. როცა ძალიან არ გშია, ცოტაოდენი წახემსებაც კი განაყრებს. თუ უკიდურესად მოგშივდება, ცხადია, გაგიჭირდება. კარგია ყოველ 2-3 საათში ერთხელ კვება. როცა ორგანიზმს არ შია, ცხიმი კარგად იწვის. არავის ეგონოს, რომ შიმშილით დაიკლებენ, ეს ყოვლად შეუძლებელია. შიმშილის დროს ორგანიზმი ცხიმს ინახავს. ვურჩევ, რომ მიირთვან მოხარშული, შემწვარის ნაცვლად.

ერთი კარგი რჩევა მაქვს: როცა სუფრაზე მოხვდებიან, პირველ რიგში, მიირთვან წყალი და კვება 15 წუთის მერე დაიწყონ. ასეთ დროს კუჭი ნაწილობრივ შევსებულია და ცოტა საკვებითაც დაკმაყოფილდება. იკვებონ ბოსტნეულით, კეცზე შემწვარი ხორცის მირთმევაც დასაშვებია. თავადაც გაუკვირდებათ, ისე სწრაფად დანაყრდებიან. კუჭი ხომ 15 წუთის შემდეგ გადასცემს სიგნალს ტვინს. იმედია, ბევრს დაეხმარება ჩემი რჩევები და მათთვის სტიმული ვიქნები.

მინდა, ყველამ გამოსცადოს თავის თავზე, ყველამ იგრძნოს ეს ბედნიერება. უკვე გათენებაც მიხარია და სტუმრად წასვლაც. ჩაცმას მეტად ვაქცევ ყურადღებას და ყიდვის სურვილი დამიბრუნდა, რომელიც თითქმის აღარ მქონდა. უბედნიერესი ვარ.

კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ. ჩემი დედამთილის რჩეული სარძლო ვიყავი და ძალიან მოვწონდი, ვუყვარდი, თუმცა დიეტის დაწყებამდე ბოლოს როდის შემაქო და როდის მოვეწონე, აღარც მახსოვს. 14 წლის ვიყავი, როცა მისი რძალი გავხდი და შვილივით გამზარდა. ძალიან წუხდა ჩემი ჯანმრთელობის გამო, ახლა კი უბედნიერესია და დილიდან საღამომდე კომპლიმენტებს არ იშურებს..






FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
მარი
სტატიის ბოლოს გავოგნდი. 14 წლის რამ გაგათხოვა. საკუთარი თავი არ გიყვარდა? ერთი კეთილისმსურველი მაინც არ აღმოგაჩნდა ირგვლივ,ასე როგორ გაგწირეს?! წონა ისეთს რას დაგიშავებს, რასაც ამ ასაკში გათხოვება?
10:53 / 22-08-2019
გამოხმაურება / 0 /
სალომე
შენმა მონდომებამ გამაოცაა, შედეგიც შესაშურია. საოცარ ფორმაში ხარ ეხლაც
01:22 / 12-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93