მირანდა კერის დიეტა, ანუ როგორ ვიწონიდეთ 50 კგ-ს და არასოდეს მოვიმატოთ

მირანდა კერის დიეტა, ანუ როგორ ვიწონიდეთ 50 კგ-ს და არასოდეს მოვიმატოთ
37 წლის ავსტრალიელი მოდელი, Victoria’s Secret-ის "ანგელოზი" და სამი შვილის დედა, მირანდა კერი ყოველთვის იდეალურ ფორმაშია.
მისი უნაკლო სხეული გამუდმებული ვარჯიშების, იოგის და დიეტის დამსახურებაა, რომელსაც მოდელი მთელი ცხოვრება იცავს. როგორც აღმოჩნდა, რთული არაფერი არ არის. ასეთი რეჟიმის დაცვას ნებისმიერი შეძლებს, ვინც ლამაზ სხეულზე ოცნებობს. 



მირანდას კვების რაციონი:


ახალი ბოსტნეული, ხილი, ხორცი, თევზი, თხილი და მწვანე სალათა. ასევე, მოდელი ღებულობს ვიტამინებს, ბიოდანამატებს (კოენზიმ Q10, ომეგა-3 და ომეგა-6) და პრობიოტიკებს.

«ძალიან მიყვარს ორგანული საკვები. ვგიჟდები სალათებზე,
ისპანახზე, ავოკადოზე, ნიახურსა და ბროკოლზე. ძალიან სასიამოვნოა სიმსუბუქის შეგრძნება». 

მირანდა თავს უფლებას აძლევს, ზოგჯერ მიირთვას პიცა, მაგრამ მაქსიმუმ ორი ნაჭერი.

დილას მირანდა თბილი ლიმონიანი წყლით იწყებს. შემდეგ სვამს პროტეინის კოქტეილს.


ერთი დღის მენიუ:


საუზმე: ტოსტი ავოკადოთი და კვერცხით, ან სალათა ცოცხალი ხილით, ან სმუზი.

საუზმე II: თხილის ასორტი და მწვანე ჩაი.

სადილი: გამომცხვარი ორაგული კურკუმით, ლიმონითა და ნივრით. ბოსტნეულის სალათა (რუკოლა, იისფერი კომბოსტო, კიტრი, ავოკადო, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი).

ვახშამი: გამომცხვარი ქათამი და კარტოფილის რაგუ.

ძილის წინ
: ხილი და უშაქრო ჩაი.

მირანდას მთავარი წესი: "არასოდეს არაფერი გაყინო, შეინახო. გააკეთე იმდენი, რამდენსაც იმ მომენტში შეჭამ".







FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93