„თუ გსურთ შემომიერთდეთ გელით!“ ნუკი კოშკელიშვილის დიეტის წესები

„თუ გსურთ შემომიერთდეთ გელით!“ ნუკი კოშკელიშვილის დიეტის წესები
ნუკი კოშკელიშვილმა თავისი პირობა შეასრულა და ქალბატონებს გაანდო, თუ როგორი კვებით აპირებს წონაში დაკლებას. ის ახალი შემართებით ცდილობს, რომ გულშემატკივრებს მოტივაცია აუმაღლოს, რაც გამოსდის კიდეც.
„დღეიდან ვიწყებ!!!! დილას იოგურტი, მოგვიანებით წიწიბურა და ვაშლი.
შუადღეს თევზი(მოხარშული) საღამოს კიტრი (ნებისმიერი რაოდენობით . თევზს ენაცვლება ხბოს ხორცი. მოკლედ, ამ დიეტაშია ყველა ის ნივთიერება რაც მჭირდება, რომ ვაჭამო ბავშვს. ნუ დამიწყებთ არ შეიძლება და სისულელეებს. ეს არის ჯანსაღი კვების წესი, არ ვშიმშილობ და ვჭამ. თუ გსურთ შემომიერთდეთ გელით! დღე პირველი
67 კილო“. აღნიშნა ნუკიმ თავისი ახალი ფოტოს აღწერაში.
„ვცდი აუცილებლად“, „ცოტა მოთმინება და ფორმაში ისევ ჩადგები“, „მაგარი ხარ ნუკი“. ამხნევებენ კოშკელიშვილს ქალბატონები.

მოგვიანებით კი ეს პოსტი გამოაქვეყნა: „თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა მხარდაჭერას ვგრძნობ თქვენგან. მივხვდი, რომ წონის პრობლემა მხოლოდ ჩემი პრობლემა არ არის და რადგან ამდენი ვართ, პასუხისმგებლობაც სხვა მაქვს. ყველაფერი გავარკვიე და ჩემი დიეტა შეიცავს ყველა იმ საჭირო ნივთიერებას, რაც ჩვენ გვჭორდება ბავშვის კვებისთვის. თუმცა, ცვლილებების შეტანა შესაძლებელია. მაგალითად, უზმოზე თაფლი, ლიმონი და ერთი ჭიქა წყალი დილიდან. მერე შვრის მოხარშული ფანტელი ( ანუ გერკულესი) ჩირებით. ძალიან თუ მოგვინდა ტკბილი, თაფლით ჩავანაცვლოთ. მეორე დღეა რაც დიეტაზე ვარ და უკვე ერთი კილო დავიკელი. თქვენ? ახლა მივაღწიოთ სასურველ წონას და მერე ვარჯიში დავიწყოთ. ცხოვრებაში არასდროს მივარჯიშია და ვხვდები ამის გარეშე ისეთ სხეულს ვერასდროს მივაღწევ, როგორსაც ჟურნალის ყდებზე ვხედავთ. ხოდა დავიწყოთ და ვნახოთ თუ გამოგვივა (პირობას გაძლევთ სახლის პირობებში იქნება ეს ყველაფერი. ბევრს არ აქვს დარბაზებში სიარულის ფუფუნება). თუმცა, ეს ყოველივე მერე, მანამდე ცოტა დავიფერთხოთ დიეტით“.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93