დიეტა / ფიტნესი

რას გულისხმობს ფლექსიტარიანული დიეტა, რომელიც დედამიწას გადაარჩენს

რას გულისხმობს ფლექსიტარიანული დიეტა, რომელიც დედამიწას გადაარჩენს
თუ მსოფლიოს სურს კლიმატური ცვლილებების, წყლის დეფიციტისა და დაბინძურების დონის შემცირება, მაშინ ჩვენ ყველა ნახევრად-ვეგეტარიანულ ანუ "ფლექსიტარიანულ" დიეტაზე უნდა გადავიდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძირითადად მცენარეული საკვები უნდა მივიღოთ რაც მდგრადი მომავლისკენ გადასადგმელი სამი ნაბიჯიდან ერთ-ერთია.
კვლევის თანახმად, საკვები პროდუქტების ნარჩენები ორჯერ უნდა შემცირდეს და ამასთანავე სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა უნდა გაუმჯობესდეს.

კლიმატის ცვლილების ხელისუფლებათშორის პანელზე წარმოდგენილი კვლევის მთავარი აზრი ის არის, რომ პროდუქციის წარმოება და მოხმარება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის პლანეტას.

კვლევის ავტორების განმარტებით, საკვების
წარმოებისა და მოხმარებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გარემოზე და არის კლიმატური ცვლილებების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი,

მტკნარი წყლის მთავარი მომხმარებელი და დაბინძურების მიზეზიც.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მოსახლეობისა და შემოსავლის ზრდის წყალობით, რომელიც მოსალოდნელია 2010-დან 2050 წლამდე აღნიშნული გავლენა 50%-დან 90%-მდე გაიზარდება.

თუმცა, ამავდროულად კვლევით დადგინდა, რომ არ არსებობს ერთი გამოსავალი, რომელიც მოსალოდნელ საფრთხეს თავიდან აგვაცილებდა და რომ ამისთვის კომპლექსური მიდგომა არის საჭირო.


ამიტომ როცა საქმე კლიმატის ცვლილებას ეხება, კვლევის ავტორები ფლექსიტარიანულ დიეტაზე გადასვლას გვთავაზობენ, რომელიც ძირითადად მცენარეულ პროდუქტებზეა დაფუძნებული და წითელი ხორცის მიღებას მხოლოდ კვირაში ერთხელ ითვალისწინებს. მკვლევართა თქმით, თუ მსოფლიო ამ ტიპის კვების რაციონზე გადავა, სოფლის მეურნეობის შედეგად გამოყოფილი სათბურის გაზების გამოყოფა განახევრდება. იხილეთ სრულად
ბეჭდვა
e87a93