იმისთვის, რომ წონაში დაიკლოთ, უნდა დაწვათ იმაზე მეტი კალორია, რასაც ღებულობთ.
კიდევ, კარგი იქნება მეტაბოლიზმის აჩქარება. ორგანიზმი მარაგიდან იწყებს ცხიმის ენერგიად გადამუშავებას. ამ მიზნის მიღწევა ადვილია, თუ ყოველდღიურ აქტივობას გაზრდით.
ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუმჩნევლადაც შეიძლება.
დაკავდით შოპინგით
40 წუთი მაღაზიაში და — 100 კალორია თითქოს არც ყოფილა! თუ სიარულს დაუმატებთ ფეხსაცმელების და ტანსაცმლის მოზომვას, უფრო მეტ კალორიას დაწვავთ.
მოამზადეთ ვახშამი
ნახევარი საათი სამზარეულოში ტრიალი 100 კალორიას უდრის.
იხტუნეთ
10 წუთი სახტუნაოზე — მინუს 98 კალორიაა. ხოლო თუ სპორტდარბაზში ივლით, შედეგი გაასმაგდება.
უყურეთ კომედიას
10 წთ სიცილი 100-დან - 400 კალორიას დაწვავს.
უარი თქვით ლიფტზე
1 წთ სწრაფი ასვლა კიბეზე - 10 კალორიას დაწვავს. ამასთანავე, კარდიოვარჯიშისთვის კიბით სიარული ძალიან კარგია.
20 წთ
აქტიური ცეკვა — მინუს 100 კალორიაა. + ძალიან კარგი განწყობა, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და მეტაბოლიზმის დაჩქარება.
წყარო: goodhouse