რას ნიშნავს „ბარბის თეფშის დიეტა“? რჩევები ია ფარულავასგან

რას ნიშნავს „ბარბის თეფშის დიეტა“? რჩევები ია ფარულავასგან
90-იანების ყველაზე ლამაზი ქალი ია ფარულავა ელეგანტურობითა და შარმით დღემდე გვაოცებს. ის ხშირად საუბრობს თავის მოვლის საკუთარ მეთოდებზე და არც წონასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაურბის საუბარს, თუმცა აღნიშნავს, რომ დიეტაზე არასდროს ყოფილა. რამდენიმე თვის წინ იამ ტელეკომპანია „იმედის ეთერში“ თავის ახალ მიგნებაზე ისაუბრა და მაყურებელს რჩევებიც გაუზიარა:
„დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ. არ შემიძლია საკუთარ თავს აკრძალვები დავუწესო. ვფიქრობ, ეს არც არავისთვისაა კარგი. ინფორმაცია აკრძალულის შესახებ ცუდად მიეწოდება ტვინს, რაც უარყოფითად მოქმედებს განწყობაზე და ზოგადად, ცხოვრების ხალისზე.

მე
მაქვს კალორიების ცხრილი. დღეში 1000 კალორიას ვიღებ. აქედან 200 ცომეული და ტკბილეულია, რაზეც უარს ვერასდროს ვიტყვი.

ჩინელები ხშირად მიმართავენ კუჭის დაპატარავების მეთოდს თეფშის ზომის შემცირების გზით, რაც აშკარად კარგად მუშაობს. გირჩევთ, დროის გარკვეული შუალედით თანდათან შეამციროთ თეფშის ზომა. ეს სინამდვილეში თვალის მოტყუებაა.
შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტი - ერთი და იგივე ოდენობის საკვები დადეთ სხვადასხვა ზომის თეფშზე. ცხადია, ყველაზე პატარა თეფშზე უფრო მეტი გამოჩნდება. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ ულუფას უნდა დასჯერდეთ და რამდენჯერმე არ მიირთვათ პატარა თეფშიდან. ამ გზით დაიკლო ჩემმა ამერიკელმა მეგობარმაც. ის კოვზსაც კი ჩვეულებრივზე პატარას იყენებს. ამ მეთოდს მე „ბარბის თეფშის დიეტას“ დავარქმევდი“, - ამბობს ია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი