10 მიზეზი რატომ ვერ იკლებ წონაში: დიეტა არაფერ შუაშია

10 მიზეზი რატომ ვერ იკლებ წონაში: დიეტა არაფერ შუაშია
ჭამის დროს საკვებზე ყურება მნიშვნელოვნია, მაგრამ თუ ამას წონის დასაკლებად აკეთებ, არ დაგეხმარება.
უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს, რომელიც ხელს გიშლით ზედმეტი წონის დამარცხებაში. ასევე მრავალი ფაქტორით შეიძლება იმის განსაზღვრა, რის გამო ვერ იმატებთ წონაში, იმის მიუხედავად რომ კარგად ჭამთ.

მნიშვნელოვანია კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.

ნიუ იორკის ჯანმრთელობის უნივერსიტეტის წონის მართვის პროგრამის დირექტორმა, ექიმმა ჰოლი ლოფტონმა, გაამხილა, რომ ეს მისი პაციენტების საერთო პრობლემაა.

"როგორც ვხვდები, ეს პრობლემა ძალიან მასშტაბურია. ჩვეულებრივ, პაციენტებმა შესანიშნავად იციან, როგორ დაამარცხონ ზედმეტი წონა, ან სისუსტე. სწორად იქცევიან, ითვლიან კალორიებს,
იკვებებიან ჯანსაღად და დგამენ 10,000 სწორ ნაბიჯს, თუმცა უშედეგოდ."
- თქვა ექიმმა ჰოლი ლოფტონმა.

მედიკამენტები

მედიკამენდებმა, განსაკუთრებით ანტიდეპრესანტებმა შესაძლოა გამოიწვიონ ზედმეტი კილოგრამების მატება ან სისუსტე. ეს რიგი მედიკამენტების ერთ-ერთი გვერდითი მოვლენაა.
"ანტიდეპრესანტებმა დიდი შანსია გამოიწვიონ წონის მატება, მეტადრე, როცა თვეების განმავლობაში იღებთ მედიკამენტს. შეგიძლიათ მოძებნოთ ინფორმაცია ინტერნეტში იმის შესახებ, არის თუ არა მედიკამენტების გვერდითი მოვლენა წონაში მატება და თავად დარწმუნდებით. ეს ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტში.
ასევე, გაესაუბრეთ ექიმს, თუ მედიკამენტებს,რომლებსაც იღებთ, წონაში მატების დიდი პოტენციალი აქვთ, არსებობს შედარებით იაფასიანი შემცვლელები, რომლებითაც,მსგავს შემთხვევებში რეკომენდირებულია ჩაანაცვლოთ ანტიდეპრესანტები."
,- ამბობს ექიმი ლოფტონი.

სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი "ბლექ სი 2" - შეიძინეთ ფასდაკლების ვაუჩერი


კონტრაცეპტები

ასევე ზოგი კონტრაცეპტისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენაა წონის მატება. ექიმი ლოფტონის თქმით, არსებობს კონტრაცეპტები, რომლებსაც ჰორმონების უფრო დაბალი შემცველობა აქვთ და შესაბამისად ნაკლები შანსია გამოიწვიონ კილოგრამების მატება.

ჰორმონალური დისბლანსი

ჰორმონალურმა დისბალანსმა შესაძლოა გამოიწვიოს წონაში მატება. თუ იმატებთ კილოგრამებს და ვერ ახერხებთ მიზეზის ახსნას, დიდი შანსია საქმე სწორედ ჰორმონებში იყოს. ინსულინი, ლეპტინი, გრელინი, ესტროგენი, კორტიზოლი, ტესტოსტერონი, პროგესტერონი, მელტონინი და გლუკოკორტიკოიდი ის ჰორმონებია, რომლებიც უმეტესწილად იწვევს წონაში მატებას. ასევე გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ფარისებრი ჯირკვალიც.

მედიცინაში არსებობს სხვა პირობებიც, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ზედმეტი კილოგრამების მატება. მათ შორის - პოლიკისტოზურმა საკვერცხის დაავადებამ. ლოფთონი ამბობს, რომ მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წონის მატების წინაპირობა სწორედ პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომია.
ექიმი ლოფტონი განმარტავს: "მე ვხვდები უამრავ ადამიანს ამ სინდრომით. მათ უცრუვდებათ იმედები, როდესაც აკეთებენ ყველაფერს ზუსტად ისე, როგორც მათი მეგობრები და კოლეგები მაგრამ სხვებისგან განსხვავებით წონაში ვერაფრით იკლებენ.
ეს არის მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს რეალურად მკურნალობას დიეტური ჩარევითა და ხშირ შემთხვევაში, მედიკამენტების მიღებითაც."

თავის ტვინის ნაწილი ჰიპოფიის ჯირკვალთან ახლოს აკონტროლებს მადას. ზოგიერთი ტიპის თავის ტვინის დაზიანებამ, განსაკუთრებით ჰიპოთალამუსის დაზიანებებმა, შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება. ექიმი ამბობს, რომ მადის კონტროლში შესაძლოა დაგვეხმაროს გარკვეული მედიკამენტები.

გენეტიკა

გადახედე ოჯახის წევრების ისტორიას, შესაძლოა ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილების მიზეზი გენეტიკა იყოს, მაგრამ ნუ აღელდებით, ეს პრობლემაც მოგვარებადია. ლოფტონი ამბობს, რომ გენეტიკით განპირობებული წონის პრობლემები შესაძლებელია გადაილახოს.
ფასდაკლება სატრენაჟორო დარბაზ Power Max -ზე


"ჩვენ ვფიქრობთ, "დედაჩემი ჭარბწონიანია, მამაჩემიც ჭარბწონიანია, ჩემი ბედი გადაწყვეტილია, მე ვერაფერს შევცვლი"...ასევე ჩვენ შეგვიძლია პრობლემის პრევენცია ახალგაზრდობაში აქტიური ცხოვრების სტილით, სანამ წონაში მატებას დავიწყებთ. გარემოებები ხშირ შემთხვევაში დიდ ცვლილებებს განაპირობებს. რაც უფრო გემატება ასაკი, კუნთოვანი მასა იწყებს კლებას და სხეული მიდრეკილი ხდება სიმსუქნისკენ. პაციენტები, რომელთა ასაკიც აღემატება 50 წელს, ხშირად კითხულობენ, რატომ გახდა უშედეგო მათი ვარჯიშები, რომლებსაც ახალგაზრდობის წლებში აკეთებდნენ. საქმე იმაშია, რომ მეტაბოლიზმის პროცესი იკლებს ორი პროცენტით, ასე რომ, ყოველი წლის მატებასთან ერთად უფრო რთული ხდება წონაში კლება. რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ეს არის განვაგრძოთ კუნთების გავარჯიშება.

ჩვენ ვკარგავთ კუნთოვან მასას ასაკის მატებასთან ერთად თუ აქტიურად არ ვცდილობთ კუნთების გამაგრებას და გაძლიერებას, ასევე იცვლება ჰორმონებიც ორგანიზმში. მაგრამ, ვიმეორებ, ეს პრობლემაც მოგვარებადია - მე მყავს 85 და 90 წლის პაციენტები, რომლებიც იკლებენ წონაში დიეტებითა და ვარჯიშებით, მთავარია სწორად გამოიკვლიო, რა უფრო ეფექტურია შენთვის." - ამბობს ექიმი.

სტრესი იწვევს ცხიმოვანი უჯრედების სტაბილიზებას. სტრესი შეიძლება გამოიწვიოს არაჯანსაღი პროდუქტების მიღებამ.
"ეს დათვისგან დევნას გავს, შენი სხეული არ ფოკუსირდება წონის დაკარგვაზე, ის რეალურად გამზადებს გასაქცევად ან საბრძოლველად. ქრონიკული სტრესი, რომელსაც განიცდის ტაქსის მძღოლი ან კოლეჯის სტუდენტი ფინალურების დროს ურესია. ამას შეუძლიაი გამოიწვიოს ტვინის ტრავმა, რომელიც აღვივებს ჩვენში კომფორტული საჭმელის მოთხვონილებას. სტრესს შეუძლია დაასტაბილუროს ცოტათი ჩვენი ცხიმოვანი უჯრედები, მაგრამ ჩვენ უფრო მეტ კალორიებს ვიღებთ სტრესის დროს." - ამბობს ექიმი


ძილი

"თუ არ გძინავს შვიდი საათი ღამეში ზრდასრულ ადამიანს, სხეული ვერ ახერხებს ჰორმონალურად დააბალანსოს რა რაოდენობით ცხიმი გჭირდება. ასე რომ, სხეული იწყებს განგაშს... რაც უფრო დიდხანს გღვიძავს, უფრო ხშირად გშივდება და გაქვს მეტი შესაძლებლობა რომ ჭამო. თუნდაც სწორად დიეტობდე, გჭირდება ვარჯიში რომ მწყობრში მოიყვანო მეტაბოლიზმი.",- ლოფტონის განმარტებით, როცა იწყებ ზედმეტი კილოგრამების კლებას, შენი სხეული საპასუხოდ ააქტიურებს შიმშილის ჰორმონებს, დანაკარგის ასანაზღაურებლად. ასევე მეტაბოლიზმი ნელდება. საუკეთესო წამალი ასეთ დროს არის ვარჯიში.

იჩქარეთ! პილატესის აბონემენტი Vip კლასის Lotus Garden-ში!



თუნდაც დიეტის დროს, აუცილებელია ივარჯიშო, პარალელურად
"აქტივობა ხდება უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეგიძლია მოიშორო მეტი კალორია. თუ საკმარისად ვარჯიშობ, კუნთები მაგრდება და წონა იკლებს. ორ, ერთი და იმავე წონის მქონე ადამიანს შორის, რომელთაგანაც ერთს მეტი კუნთოვანი მასა ხოლო - მეორეს ჭარბი ცხიმოვანი მასა აქვს, პირველი ბევრად უფრო ენერგიული, მეტაბოლურად აქტიური და სწრაფია. "
თუ კარგავ წონას, მაგრამ კარგად ვარჯიშობ ყოველდღიურად და ჯანსაღად იკვებები იწვება ცხიმები და იზრდება კუნთოვანი მასა.
კუნთების გამაგრება დაგვეხმარება ვიყოთ ჯანსაღები, თუნდაც წონა იგივე დარჩეს.

წყარო




FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი