ქვემოთ ჩამოთვლილი 2020 წლის ხუთ ტენდენციურ ვარჯიშს შორის, ამოირჩიეთ ერთ-ერთი, რომელიც საუკეთესოდ შეეესაბამება თქვენი ცხოვრების სტილს.
ახალი წლის დადგომას ყოველთვის თან ახლავს რაიმე ახლის დაწყება, მაგალითად, მეტი მოგზაურობა, უცხო ენის შესწავლა ან მოწევისთვის თავის დანებება. თუმცა ადამიანთა უმრავლესობის გეგმებს შორის პირველ ადგილს მაინც სხეულის ფორმაში მოყვანა, გაჯანსაღება იკავებს. თუ თქვენ ხართ ერთ-ერთი მათგანი, ვისაც სურს, მავნე ჩვევები მიატოვოს და გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი, მაშინ აღმოაჩინეთ ამ წლის ფიტნეს-ტენდენციები. თითოეული ვარჯიში არა მარტო ფიზიკურად, არამედ გონებრივადაც დაგეხმარებათ კონკრეტული მიზნის მიღწევაში ყველაზე ეფექტური გზებით.
,,აეროიოგა“ - ვარჯიში ღია ცის ქვეშ
ძალიან კარგია იოგას ვარჯიშების შესრულება სუფთა ჰაერზე. განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც გადატვირთული დღის გრაფიკი აქვს. მოადუნეთ სხეული და კონცენტრირება მოახდინეთ თავისუფალ სუნთქვაზე. ამ დროს უკეთ ვაცნობიერებთ გონებას. გარკვეული დროის შემდეგ თავს იგრძნობთ უფრო მხნედ და ენერგიულად. ყველა სიკეთესთან ერთად, იოგის კეთება ხელს უშლის ცელულიტის წარმოქმნას.
პერსონალური ფიტნეს-ტრენერი - თქვენზე მორგებული ფიტნეს-გეგმა
ჯანმრთელი ორგანიზმისა და სასურველი ფორმების მისაღებად ცნობილი ადამიანები ძალებს არ იშურებენ. მათ ჰყავთ პერსონალური ტრენერები. სპორტდარბაზში მისვლისას აკეთებთ ისეთ ვარჯიშებს, რამაც შესაძლოა სარგებლობის ნაცვლად ზიანი მოუტანოს ორგანიზმს. სწორედ ამისთვისაა ტრენერის აყვანა საჭირო. ის შეგიდგენთ, როგორც ინდივიდუალურ სავარჯიშო პროგრამას, ასევე თქვენი ჯანმრთელობისთვის საჭირო კვების რაციონსაც. ყველაფერი ეს, ერთად აღებული საუკეთესო შედეგის მიღწევის საწინდარია.
მობილური აპლიკაციები - სპორტული დარბაზი სახლში
მათთვის, ვისაც არ აქვს ბევრი თავისუფალი დრო, მობილური აპლიკაციები შესაძლოა გახდეს ისეთი პორტატიული სპორტდარბაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადგილზე შეძლებთ ვარჯიშს. კენდალ ჯენერი აქტიურად იყენებს აპლიკაციებს, 12-კვირიან სავარჯიშო პროგრამას, რომელიც წონის მაკორექტირებელია. ეს ერთ-ერთი ნათელი მაგალითია სახლის პირობებში სასურველი ფორმების მიღებისა. მსგავსი სახის აპლიკაციები განკუთვნილია როგორც iOS, ასევე ანდროიდის სისტემებისთვის.
აღდგენა - მნიშვნელოვანია კუნთოვან მასაზე ზრუნვა
კუნთებზე ზრუნვა აუცილებელია, რომ არ მოდუნდეს. თუმცა ეს არ გულისხმობს სიმძიმეების აწევას, რადგან ამან შესაძლოა კუნთების ბოჭკოების ჩამოშლა გამოიწვიოს. სასურველია ე.წ. ლახტით ხტუნვა, რომლის გამოყენებას ყველგან შეძლებთ.
დაიწყეთ ვარჯიში და დრო ნელ-ნელა გაზარდეთ. 10-წუთიანი ვარჯიშით უამრავ კალორიას დაწვავთ. გარდა ამისა, ჰულაჰუპის ტრიალი არანაკლებ შედეგს მოგიტანთ. რგოლით ვარჯიშისას შეზნიქეთ მუცელი და პრესის კუნთები დაჭიმეთ.
მედიტაცია, ანუ, როგორ ვიზრუნოთ სხეულსა და გონებაზე ერთდროულად
ფიზიკური განმტკიცების გარდა, გონებრივად ვარჯიში არანაკლებ მნიშვნელოვანია. მედიტაცია თვითრეალიზაციის უდიდესი საიდუმლოა. გაემიჯნეთ საკუთარ თავს და შეხედეთ თქვენს გონებას გვერდიდან. ამ მომენტში ყურადღება გაამახვილეთ აწმყოზე და პრობლემები დატოვეთ წარსულში. მთავარი მიზანი ცნობიერების გაღრმავება და განვითარებაა.
გვანცა ახვერდაშვილი
წყარო: fashion.hola.com