ქალებმა ერთ საათზე მეტ ხანს უნდა ივარჯიშონ, რომ 90 წლამდე იცოცხლონ

ქალებმა ერთ საათზე მეტ ხანს უნდა ივარჯიშონ, რომ 90 წლამდე იცოცხლონ
როგორც კვლევები გვიჩვენებს, ქალებმა უნდა ივარჯიშონ არანაკლენ ერთი საათით ყოველ დღე, თუ მათ სურთ დიდხანს ცხოვრება. რაც შეეხება მამაკაცებს, ეს სავალდებულო აღარაა. უბრალოდ უკეთესია, მათაც გაზარდონ ვარჯიშის დრო.
მეცნიერების დასკვნის მიხედვით ჟურნალი ,, BMJ Journal of Epidemiology & Community Health’’ -ი წერს, რომ რაც უფრო აქტიურია მამაკაცი ფიზიკურად, სიცოცხლის განმავლობაში, მით უფრო მეტია მათი რიცხვი 90 წლის ასაკში.

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ქალბატონები დღეში ერთი საათი იმიტომ უნდა დაკავდნენ ფიზიკური ვარჯიშით, რომ არ გასუქდნენ და შეინარჩუნონ
სასურველი წონა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები, მამაკაცებთან შედარებით, უფრო ნაკლებს ჭამენ, მათ ორგანიზმში მეტი ცხიმი გროვდება.

ქალები, რომლებიც ვარჯიშობენ 30 წუთიდან 60 წუთამდე დღეში, 21 პროცენტით მეტი ცოცხლობს 90 წლამდე, ვიდრე ის ქალები, ვინც ნახევარ საათზე ნალებ დროს უთმობენ ვარჯიშს. ის კაცები, რომლებიც დღეში ნახევარ საათზე მეტხანს ვარჯიშობენ, აღწევენ 90 წლის ასაკამდე (34 პროცენტი). ვინც 90 წუთი დაკავებულია ფიზიკური აქტივობით, 39 პროცენტამდე იზრდება მათი სიცოცხლისუნარიანობა.
ქალები უფრო ამტანები არიან, ისინი ბევრ დატვირთულ ვარჯიშს ბევრად კარგად ასრულებენ და უძლებენ, ვიდრე მამაკაცები.

მკვლევარები არ არიან დარწმუნებული, თუ რატომ მოქმედებს გენდერული განსხვავება ვარჯიშის ხანგრძლივობის შედეგზე, მაგრამ შესაძლოა ამაზე გავლენას ახდენდეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა, ჰორმონები, მშობიარობა, გენები და ცხოვრების წესი.
მეცნიერებმა, აგრეთვე, დაადგინეს, რომ ქალებს, რომლებიც არიან მაღალი და გამხდარი, უფრო დიდი შანსი აქვთ 90 წლამდე სიცოცხლისა, ვიდრე იგივე აღნაგობის მამაკაცებს.

ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა. მიუხედავად ამისა, 21-ე საუკუნეში არსებობს ისეთი პრობლემა, როგორიცაა ჭარბწონიანობა, ის ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. ამიტომ საკვებით მიღებული ენერგიის დახარჯვა ფიზიკური დატვირთვით უნდა მოხდეს. რადგანაც ჭარბი წონა იწვევს ისეთ დაავადებებს, რომლებიც სიცოცხლის ხანგრძლივობას ამოკლებს.

NHS- ი ამჟამად რეკომენდაციას აძლევს ყველა მოზარდს, კვირაში მინიმუმ 150 წუთი დაკავდეს ფიზიკური აქტივობებით : ცურვით, ველოსიპედით ან ფეხით სიარულით. მეცნიერები, ასევე, ფიზიკურ დატვირთვაში განიხილავენ ყოველდღიურ საქმიანობას, როგორიცაა, მებაღეობა, ძაღლის გასეირნება, გუნდური სპორტი და ა.შ.

გვანცა ახვერდაშვილი

წყარო: dailymail.co.uk

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93