დიეტა / ფიტნესი

"თქვენი რუსი ჯეინ ფონდა" - თინა კანდელაკი თავისი იდეალური სხეულით ამაყობს

"თქვენი რუსი ჯეინ ფონდა" - თინა კანდელაკი თავისი იდეალური სხეულით ამაყობს
უკვე ერთი წელია, რაც თინა კანდელაკი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და "ინსტაგრამში" თავის ხელმომწერებს რჩევებს უზიარებს.
ის ამბობს, რომ ვარჯიშით ისეთი სხეული დაიყენა, როგორიც ოცდაორი წლის ასაკშიც კი არ ჰქონია. 



ის ურჩევს ყველას, მეტი იმოძრაონ, რადგან მხოლოდ დიეტით ვერ დაიკლებენ წონაში. 

"აბსოლუტური უმრავლესობა ჰიპოდინამიით იტანჯება. ფიზიკური აქტივობის უკმარისობით. მანქანა რამდენიმე ნაბიჯში, ავტობუსის გაჩერება ან მეტრო - რამდენიმე წუთის სავალზე, სამსახურში კომფორტული სავარძელი. დასვენების დღეების აქტივობაც, მაგალითად კინოში წასვლა - განიჭებთ სიამოვნებას კალორიების დაწვის გარეშე.
ასეთ პირობებში ვერავინ დაიკლებს, რაც არ უნდა ჭამოს. ზედმეტი არ იქნება,
თუ შეგახსენებთ ფაქტს: თქვენ გვერდებზე აღიბეჭდება ყველაფერი, რასაც ჭამთ, თუ მეტს არ იმოძრავებთ". - წერს თინა.


ერთ-ერთ ფოტოზე მან ხალხს ურჩია დაიწყონ სიარული სპორტ-დარბაზში. ბოლოს წააწერა: "თქვენი რუსი ჯეინ ფონდა".







ბეჭდვა
e87a93