ორი კვერცხი და გრეიპფრუტი - 4-კვირიანი დეტალური დიეტა, რომლითაც ყველა იკლებს წონაში

ორი კვერცხი და გრეიპფრუტი - 4-კვირიანი დეტალური დიეტა, რომლითაც ყველა იკლებს წონაში
თუ კვერცხი გიყვართ და ალერგიით არ იტანჯებით, სცადეთ კვერცხის დიეტა. მისი მეშვეობით 5-დან 25 კგ-მდე დაიკლებთ, ოთხი კვირის მანძილზე.

მენიუ პირველი კვირისთვის:


საუზმე ყოველდღე ერთნაირია: 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი და ნახევარი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

ორშაბათი

სადილი: ნებისმიერი ხილი, ნებისმიერი რაოდენობით. ოღონდ, მხოლოდ ერთი სახეობის, მაგალითად, ვაშლი. სხვადასხვა ხილის შერევა არ შეიძლება!
ვახშამი: უცხიმო მოხარშული ხორცი.

სამშაბათი

სადილი: მოხარშული ქათამი (კანის გარეშე).
ვახშამი: სალათა - კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, სტაფილო + 2 კვერცხი +
1 ტოსტი + 1 გრეიპფრუტი ან ფორთოხალი.

ოთხშაბათი

სადილი: უცხიმო, ნაკლებმარილიანი ყველი + 1 ტოსტი + 1 პომიდორი.
ვახშამი: უცხიმო ხორცი (მოხარშული ან გრილზე მომზადებული).

ხუთშაბათი

სადილი: ნებისმიერი ხილი, ნებისმიერი რაოდენობით.
ვახშამი: ხორცი + მწვანე სალათი.

პარასკევი

სადილი: ბოსტნეული (სტაფილო, მწვანე ბარდა, ლობიო ან ყაბაყი) + 1 კვერცხი (მოხარშული).
ვახშამი: თევზი (მოხარშული,ან გრილზე მომზადებული) + სალათის ფოთლებით გაკეთებული სალათა + 1 ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

შაბათი

სადილი: ნებისმიერი ხილი ნებისმიერი რაოდენობით.
ვახშამი: ხორცი (მოხარშული ან გრილზე) + მწვანე სალათი.

კვირა

სადილი: ხილი ნებისმიერი რაოდენობით.
ვახშამი: ხორცი (მოხარშული ან გრილზე) + მწვანე სალათი.

მეორე კვირის მენიუ 

საუზმე იგივე, რაც პირველ კვირას.

ორშაბათი

სადილი: ხორცი + ფურცლის სალათი.
ვახშამი: 2 კვერცხი + ფურცლის სალათი + გრეიპფრუტი.

სამშაბათი

მენიუ იგივეა, რაც ორშაბათს.

ოთხშაბათი

სადილი: ხორცი + კიტრის სალათა მარილის გარეშე.
ვახშამი: 2 კვერცხი + გრეიპფრუტი.

ხუთშაბათი

სადილი: ხორცი + 2 დიდი პომიდორი.
ვახშამი: 2 კვერცხი (მოხარშული).

პარასკევი

სადილი: 2 კვერცხი + ჩათუშული ბოსტნეული + დაბალცხიმიანი ხაჭო.
ვახშამი: 2 კვერცხი.

შაბათი

სადილი: ხორცი + 2 დიდი პომიდორი + გრეიპფრუტი.
ვახშამი: ხილის სალათა.

კვირა

სადილი: მოხარშული ქათამი კანის გარეშე + 1 გრეიპფრუტი.
ვახშამი: იგივე, რაც სადილზე.

მესამე კვირის მენიუ 

მესამე კვირას შეგიძლიათ მიირთვათ ყველა დაშვებული პროდუქტი, ნებისმიერი რაოდენობით და ნებისმიერ დროს.

მეოთხე კვირის მენიუ

საუზმე იგივე, რაც პირველ კვირას.

ორშაბათი

ხილი (ყურძნის და ბანანის გარდა, ნებისმიერი)

სამშაბათი

ნებისმიერი ბოსტნეული, კარტოფილის გარდა.

ოთხშაბათი

ხილი + ბოსტნეული

ხუთშაბათი

თევზი მოხარშული ან გრილზე მომზადებული + კომბოსტო (თეთრი, ყვავილოვანი ან ბროკოლი).

პარასკევი

ხორცი + ჩათუშული ბოსტნეული.

შაბათი

ხილი, ბოსტნეული, მაგრად მოხარშული კვერცხი.

კვირა

ერთი სახეობის ხილი.


მეოთხე კვირის მენიუ

დაშვებული პროდუქტები შეგიძლიათ ჭამოთ ნებისმიერ დროს, მცირე ულუფებით.

ორშაბათი

4 ნაჭერი საქონლის ხორცი ან ¼ ქათმის ხორცი (მოხარშული ან გრილზე მომზადებული).
თევზის კონსერვი. 4 კიტრი, 3 პომიდორი, 1 ტოსტის პური, 1 გრეიპფრუტი.

სამშაბათი

200 გ მოხარშული ხორცი, 4 კიტრი, 3 პომიდორი, 1 ტოსტი, 1 გრეიპფრუტი, 1 ვაშლი.

ოთხშაბათი

300 გ მოხარშული ბოსტნეული, 2 კიტრი, 2 პომიდორი, 200 გრ ხაჭო, 1 ტოსტი, 1 გრეიპფრუტი.

ხუთშაბათი

მოხარშული ქათმის ხორცი, 1 კიტრი, 3 პომიდორი, 1 ტოსტი, 1 გრეიპფრუტი ან ფორთოხალი.

პარასკევი

3 პომიდორი, მწვანე სალათი, 2 მოხარშული კვერცხი, 1 გრეიპფრუტი.

შაბათი

მოხარშული ქათმის მკერდი, 1 ტოსტი, 2 კიტრი, 2 პომიდორი, 120 გ ხაჭო, 1 ჭიქა კეფირი.

კვირა

1 ქილა თევზის კონსერვი (თინუსი), 200 გ მოხარშული ბოსტნეული, 2 კიტრი, 2 პომიდორი, 1 ს/კ ხაჭო, 1 ტოსტი, 1 გრეიპფრუტი.

წყარო: goodhouse.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი