ჭარბ წონასთან ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი იბრძვის, მაგრამ ზოგი ამარცხებს სიმსუქნეს, ზოგი კი ვერა. უკვე მთელი მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ სიმსუქნე ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია და არც მკაცრი დიეტებია ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის ეფექტური საშუალება. უფრო მეტიც, ისიც ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას.
"რეიტინგის" რესპონდენტი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუაა, რომელიც ჭარბი წონის გამომწვევ მიზეზებსა და მისი დამარცხების გზებზე გვესაუბრება.
- როდის იმატებს ადამიანი წონაში?
- - წონაში მომატების ძირითადი მიზეზებია: არაჯანსაღი კვების მოდელი,
- - ქრონიკული სტრესი,
- - უძილობა,
- - ჰიპოდინამია,
- - ზოგიერთი მედიკამენტები,
- - ალკოჰოლის ხშირად მიღება,
- - გენეტიკური განწყობა,
- - მენოპაუზა,
- - ორსულობა,
- - გარკვეული ენდოკრინოლოგიური დაავადებები (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა; კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა და ა.შ.).
- საჭიროა თუ არა ვიცოდეთ სიმსუქნის მიზეზი?
- დიახ, ამისათვის საჭიროა სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში სიმსუქნე მხოლოდ ფარული თუ აშკარა ქრონიკული დაავადების თანმხლები ფონი და სიმპტომია. ასეთ დროს მხოლოდ დიეტა საკმარისი არ არის, ადამიანს სჭირდება ძირითადი დაავადების დიაგნოსტიკა და სამკურნალო ღონისძიებების მთელი კომპლექსი.
- შესაძლოა გემრიელად ვიკვებოთ და წონაც შევინარჩუნოთ?
- საერთოდ, ადამიანის კვების რაციონი უნდა იყოს კომფორტული, დაბალანსებული, კერძები ტექნოლოგიურად სწორად მომზადებული და გემრიელი. ასეთი რაციონი ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, წონა და მადა ვაკონტროლოთ.
- დღეში რამდენჯერ ვიკვებოთ და რა რაოდენობით? აუცილებელია თუ არა საუზმე და რითი დავიწყოთ დღე?