კეტოგენური, იგივე კეტო დიეტა ცილოვანი დიეტაა, ყოველგვარი ნახშირწყლებისა და სახამებლის შემცველი პროდუქტის გარეშე.
ის სწრაფად მოქმედებს და ეფექტურია ყველა წონის, ასაკისა თუ ამა თუ იმ დაავადების მატარებელი ადამიანისთვისაც, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დიეტის განმავლობაში ორგანიზმი ხარჯავს ცხიმებს, რაც მისი გამოფიტვითა და დასუსტებით სრულდება. შესაბამისად, ამ დიეტის დიდი ხნის განმავლობაში დაცვა ჯანმრთელობისთვის საფრთხის მომტანიც შეიძლება გახდეს. სცადეთ დიეტა 5 დღე და დააკვირდით, როგორ იგრძნობთ თავს.
გთავაზობთ საკვების სიას, რომელიც კეტო დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ. იმის გათვალისწინებით, რომ დიეტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, არ ვწერთ კონკრეტულ მენიუს. ასე რომ, შეგიძლიათ თავად აირჩიოთ, როდის რას მიირთმევთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ზომიერება მნიშვნელოვანია.
პროტეინი: ძროხის, ფრინველის, თევზის ხორცი
ბოსტნეული: მწვანილი, კომბოსტო, წიწაკა, სოკო
ცხიმები: მცენარეული ზეთი, კარაქი (ცოტა)
ხილი: ავოკადო, კენკრა, ქოქოსი (ზომიერად)
რძე, ყველი, კვერცხი
თხილი, კაკალი, ნუში, მზესუმზირა, გოგრის თესლი
წყარო: everydayhealth.com