მაშინაც კი, თუ სპორტული ცხოვრებით ცხოვრობ, ორსულობის პერიოდში ყველა ვარჯიშის შესრულება სრული ინტენსივობით არ არის რეკომენდებული.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას სპეციალისტებისგან, რომლებიც გირჩევენ, რისი გაკეთება ღირს და რა არის კატეგორიულად აკრძალული.
სპორტი ორსულობის პერიოდში: 5 სასარგებლო რჩევა
მთავარი: სპორტი ორსულობის პერიოდში სასარგებლოა. ფიზიკური დატვირთვა გეხმარება წონის მოდელირებაში, ამცირებს ტკივილს და გესტაციონური დიაბეტის რისკსაც ამცირებს.
1. სპორტი დიდი დატვირთვით
გამორიცხე „თხილამურები“, კრივი, კალათბურთი, ფრენბურთი - ყველაფერი, სადაც ბევრი ხტუნვაა საჭირო.
2. არ ივარჯიშო ბევრი ზურგზე
შარდის ბუშტი აწვება ვენებს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ნორმალურ სისხლის მიმოქცევას.
3. არ ასწიო სიმძიმეები
როდესაც ძალისმიერ ტრენაჟორებზე ვარჯიშობ, სისხლის ძლიერი ნაკადი მიდის კუნთებთან, ბავშვი კი ნაკლებს იღებს. მაქსიმალური სიმძიმე 5 კგ-ია.
4. დაივიწყე "ცხელი" იოგა
ორსულობის დროს არ შეიძლება დატვირთვა, რომელიც ოფლიანობას გააძლიერებს.
5. თუ გტკივა - შეწყვიტე
ორსულობისას სხეული მნიშვნელოვან ცვლილებებს იღებს, ნუ შეეცდები გააკეთო ვარჯიში, თუ ის ტკივილს და დისკომფორტს განიჭებს.
იარე, იცურე. ასევე, დასაშვებია ველოტრენაჟორი (მესამე ტრიმესტრამდე), მსუბუქი იოგა და პილატესი.
წყარო: cosmo.ru