წონის დაკლებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი - მისი შენარჩუნებაა. ხშირად დაკლებული კილოგრამები მალევე ბრუნდება.
შეამოწმე, ხომ არ უშვებ ტიპურ შეცდომებს, რის გამოც მოკლებული წონა უკან გიბრუნდება.
უბრუნდები ჩვეულ დიეტას
ეს ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ზედმეტი წონა უკან ბრუნდება. იცავ დიეტას გარკვეული დროით და მის დასრულებისთანავე უბრუნდები კვების ჩეულ რიტმს. ცხადია, რომ მოკლებული კილოგრამებიც უკან დაბრუნდება.
ეს რომ არ მოხდეს, პირველ რიგში, რაციონი ნელ-ნელა უნდა გაამდიდრო.
იცავ მკაცრ შეზღუდვებს კვებაში
პროდუქტების რომელიმე ჯგუფზე თუ ამბობ უარს, დიდი ალბათობით, ეს წონის დაკარგვას კი არა, მის მომატებას გამოიწვევს. ნახშირწყლები, ცხიმი, ტკბილეული - ყველაფერი ეს აუცილებელია შენი ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის.
არ ზრუნავ ნაწლავებზე
კვლევები ამტკიცებს პირდაპირ კავშირს ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებასა და წონის დაკარგვას შორის. ბაქტერიები, რომლებიც განაპირობებს ნაწლავურ ფლორას, არეგულირებს ბალანსს სხვადასხვა ჰორმონისა, მათ შორის, გრელინს, რომელიც შიმშილის სტიმულირებას ახდენს. ნუ დაივიწყებ პროდუქტებს პრობიოტიკებით, რაც ნაწლავების ნორმალურ მუშაობას განაპირობებს.
შიმშილის შეგრძნება წყურვილში გერევა
დაღლილობას, მოწყენას ან სტრესს შეიძლება შიმშილს უკავშირებდე. ხშირად, ორგანიზმის ნიშნებს არასწორ ინტერპრეტაციას ვაძლევთ, რის გამოც ზედმეტ კალორიებს „ვჭამთ“. მანამ, სანამ რამეს შეჭამ, გააკეთე პაუზა, ყური დაუგდე საკუთარ ორგანიზმს და შეეცადე გაიგო, რა უნდა მას რეალურად. ყოველ ჯერზე, როცა შიმშილს იგრძნობ, ჯერ ერთი ჭიქა წყალი დალიე.
ცუდად გძინავს
ამას ბევრჯერ გავიმეორებთ: რაც უნდა ეცადო წონაში დაკლება, თუ საკმარისად არ გძინავს, შენი ყველა მცდელობა წყალში ჩაიყრება.
წყარო: goodhouse.ru