ყველასთვის ცნობილი კეტოდიეტა დაბალნახშირწყლოვანი დიეტაა. მისი დაცვისას სხეულში ეფექტურად იწვება ზედმეტი ცხიმები. კეტოდიეტის დაცვის შედეგად უამრავმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე წონის კლება, ჯანმრთელობის გაუარესება და შრომისუნარიანობის დაქვეითებაც.
ინტერნეტში უამრავი სტატია გამოქვეყნდა, თუ რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ და რომელი კერძები უნდა მოვამზადოთ რათა დიეტა უფრო ეფექტური იყოს.
კეტოდიეტის სახელი უკავშირდება იმ ნივთიერებას, რომელიც ამ დიეტის დაცვისას ორგანიზმში გამოიმუშავება. კეტონები ორგანიზმის ენერგიის ალტერნატიული წყაროა და სწორედ მაშინ გამოიყენება, როცა ორგანიზმში გლუკოზის დონე მცირდება.
ღვიძლი კეტონებს ცხიმებიდან წარმოქმნის. წარმოქმნილი კეტონები ორგანიზმისთვის და განსაკუთრებულად ტვინისთვის ენერგიის მთავარ წყაროს წარმოადგენს.
ტვინი - ყველაზე „მშიერი“ ორგანო, ორგანიზმში არსებული ენერგიის უმეტეს ნაწილს გამოიყენებს და მას ცხიმებზე მუშაობა არ შეუძლია, ის მხოლოდ გლუკოზის ან კეტონების საშუალებით მუშაობს.
კეტოდიეტის მთავარი მიზანი ნახშირწყლების შემცირებაა. მათი უკმარისობის დროს, ორგანიზმი ცხიმების დაწვას იწყებს, რის ხარჯზეც ზედმეტი კილოგრამები ქრება, კუნთის მასა კი არ ზიანდება.
რა უნდა მივირთვათ კეტოდიეტისას?
კეტოდიეტისას აუცილებლად უნდა მიიღოთ ბუნებრივი ცხიმები: ზეითუნის ზეთი, კარაქი, ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები, ასევე კვერცხი, ყველი და ბოსტნეული, რომელიც მიწის ზემოთ იზრდება.
რაც უფრო მეტად შეამცირებთ ორგანიზმში ნახშირწყლების რაოდენობას, მით უფრო ეფექტურად იმუშავებს დიეტაც.
კეტოდიეტის დაცვისას უნდა აარიდოთ თავი სხვადასხვა პროდუქტის მიღებას, მათ შორისაა: გაზიანი სასმელები, ლუდი, კატროფილი, პასტა, ბრინჯი, პური, ტკბილეულობა.
ეს იმას ნიშნავს, რომ კეტოდიეტისას თავი უნდა აარიდოთ ყველა იმ პროდუქტს რომელიც შაქარს შეიცავს.
კეტოდიეტისას აუცილებლად უნდა მიაწოდოთ ორგანიზმს წყალი, ყავა და ჩაიც შესაძლებელია, მაგრად ის აუცილებლად უშაქრო უნდა იყოს.
კეტოდიეტა ძალიან პოპულარულია ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის. მას ხშირად მიმართავს ჰოლი ბერი, გვინეტ პელტროუ, მეგან ფოქსი, ადრიანა ლიმა, ალისია ვიკანდერი და სხვები.
თარგმნა ეკა გადახაბაძემ
წყარო: dietdoctor.com