როგორ დავიცვათ ჰოლივუდელების რჩეული კეტო დიეტა (1 კვირის რაციონი)

როგორ დავიცვათ ჰოლივუდელების რჩეული კეტო დიეტა (1 კვირის რაციონი)
სიმსუქნე ოცდამეერთე საუკუნის მთავარ დაავადებად ითვლება და გასაკვირი არაა, რომ უამრავი დიეტა არსებობს, რომელთა ნაწილი ეფექტურია, ნაწილი კი უშედეგოა.
არსებობს წამლებიც, რომელთა მიღება ხშირ შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ბევრი ვარჯიშობს კიდეც და არავინ შემედევება თუ ვიტყვი, რომ ეს უკანასკნელი წონაში დაკლების ყველაზე უებარი, თუმცა თავიდან დამღლელი მეთოდია.

შენ რა გზას ირჩევს წონის დასაკლებად? არჩევანის გაკეთება რთულია. მარტო იმ დიეტების გადახედვა რად ღირს, რომელთა შესახებაც გვსმენია თუ წაგვიკითხავს. საინტერესოა, ვის უნდა ვენდოთ დიეტის არჩევამდე?
რა თქმა მათ, ვინც უკვე სცადა ეს კონკრეტული დიეტა, მაგრამ არც იმის გათვალიწინება დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და თქვენს ორგანიზმზეა დამოკიდებული.

ბოლო დროს საქართველოში ყველაზე გავრცელებულია დუკანის დიეტა, თუმცა მისი უაყოფითი შედეგების შესახებაც უამრავჯერ გვსმენია. ჰოლივუდში კი საუკეთესოს სახელი კეტოს დიეტამ დაიმკვიდრა.

კეტოგენური, იგივე კეტო დიეტა ცილოვანი დიეტაა, ყოველგვარი ნახშირწყლებისა და სახამებლის შემცველი პროდუქტის გარეშე.
ის სწრაფად მოქმედებს და ეფექტურია ყველა წონის, ასაკისა თუ ამა თუ იმ დაავადების მატარებელი ადამიანისთვისაც, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დიეტის განმავლობაში ორგანიზმი ხარჯავს ცხიმებს, რაც მისი გამოფიტვითა და დასუსტებით სრულდება. შესაბამისად, ამ დიეტის დიდი ხნის განმავლობაში დაცვა ჯანმრთელობისთვის საფრთხის მომტანიც შეიძლება გახდეს.

გთავაზობთ 1 კვირის რაციონს:




ორშაბათი:
  • საუზმე - 0.5 ლ კეფირი
  • სადილი - კარაქში შემწვარი თევზი
  • სამხარი-ხაჭო
  • ვახშამი-იოგურტი

სამშაბათი:
  • საუზმე - იოგურტი
  • სადილი - მოხარშული ქათმის ფილე,მწვანილებით
  • სამხარი-კაკალი, თხილი, კაკალი, ნუში, მზესუმზირა, გოგრის თესლი ( ზომიერად)
  • ვახშამი-ხაჭო

ოთხშაბათი:
  • საუზმე - კეფირი
  • სადილი - მოხარშული ძროხის ხორცი მწვანილებით
  • სამხარი-კენკრა, ავოკადო, თხილი ცოტა რაოდენობით
  • ვახშამი- 1 ცალი მოხარშული კვერცხი

ხუთშაბათი:
  • საუზმე - ხაჭო
  • სადილი - ომლეტი ყველით, ლორით
  • სამხარი-კაკალის ასორტი
  • ვახშამი-კეფირი

პარასკევი:
  • საუზმე - ძროხის ან ქათმის ფილე
  • სადილი -კეფირი
  • სამხარი-მოხარშული კვერცხი და ყველი
  • ვახშამი- გრეიფრუტი ( რამდენიც გნებავთ)

შაბათი:
  • საუზმე - მოხარშული წიწიბურა
  • სადილი - ომლეტი
  • სამხარი-იოგურტი
  • ვახშამი- კიტრის და მწვანილის სალატა

კვირა:
  • საუზმე - კეფირი
  • სადილი - სუპი ან ბორში
  • სამხარი- 1 ჭიქა რძე
  • ვახშამი-ხაჭო

ჰოლივუდელების რჩეული კეტო დიეტა - საკვების სია და წესები

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი