4 უგემრიელესი კერძის რეცეპტი გოგონასგან, რომელმაც ამ მეთოდით 25 კგ დაიკლო

4 უგემრიელესი კერძის რეცეპტი გოგონასგან, რომელმაც ამ მეთოდით 25 კგ დაიკლო
თამო გოგეშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ აქტიური მომხმარებელია.
მას ყოველდღე უამრავი ადამიანი სწერს და მიმართავს მთავარი კითხვით - როგორ დაიკელი? მათ იციან, რომ წლების წინ თამო ჭარბწონიანი იყო, ახლა კი ეს პრობლემა აღარ აწუხებს და მზადაა,  სხვებსაც გამოსადეგი რჩევები მისცეს. 


ის ჯგუფის წევრებს მათი ფიზიკური მონაცემებისა და ინტერესების შესაბამის პერსონალურ კვების რაციონს უდგენს. თამომ "ფეისბუქზე" ჯგუფიც კი გააკეთა და უამრავ ადამიანს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დიდი დახმარება გაუწია. მისი საიდუმლო დუკანის დიეტის თავისებური ვერსიაა, რომელსაც გამუდმებით ცვლის და გამოცდილების მიხედვით ახალ დეტალებს ამატებს.

ის თავის გოგონებს სპეციალურად დუკანის დიეტისთვის შექმნილ მრავალფეროვანი კერძების რეცეპტებს სთავაზობს, რომლებიც გემრიელთან ერთად ორგანიზმისთვის სასარგებლოა და რაც მთავარია - ხელს არ უშლია კლებას, პირიქით, ამ პროცესს უფრო ჯანსაღსა და ეფექტურს ხდის.

თამომ 5 საუკეთესო კერძის რეცეპტი Marao.ge-საც გაუზიარა:


1. ქათმის წვნიანი კეფირით


ინგრედიენტები:

  • 2 ნაჭერი უცხიმო ბეკონი ან მოხარშული ქათამი
  • 2 მოხარშული კვერცხი
  • კეფირი
  • 4 ბოლოკი
  • 1 ცოცხალი კიტრი
  • ნახ. ჭიქა მინერალური წყალი
  • ქინძი, ოხრახუში
  • კამა, მწვანე ხახვი
  • მარილი, პილპილი, ძმარი


მომზადების წესი:

დაჭერით კუბებად ქათამი ან ბეკონი, კვერცხი და კიტრი. მოათავსეთ ჯამში და დაახეხეთ ბოლოკი. მოასხით მინერალურ წყალში გაზავებული კეფირი, დაუმატეთ მწვანილი, სანელებლები და ძმარი. აურიეთ კარგად.

2. კატლეტი დუკანურად




ინგრედიენტები:
  • 500 გ ძროხის ან ქათმის ფარში
  • 3 დიდი სტაფილო
  • 3 კოვზი კრემხაჭო
  • 2 ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 კვერცხი
  • სუნელები, მარილი
ინგრედიენტები კარგად გააზავეთ, აურიეთ და შეწვით ღუმელში (ან ტაფაზე, ოდნავ მოუსვით ზეთი)

3. შემწვარი ქათმის ფილე სოუსით





ინგრედიენტები:


• ქათმის ფილე 500 გრ
• ხაჭო უცხიმო 200 გრ
• პიტნა, სანელებლები, მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

ქათმის ფილე შეწვით ღუმელში.
200 გ უცხიმო ხაჭო დააბლენდერეთ, რომ კრემის კონსისტენცია მიიღოთ. დაუმატეთ პიტნა, მარილი და სანელებლები.
მასში ჩააწყვეთ შემწვარი ქათმის ნაჭრები.

4. კვერცხი პომიდვრით





ინგრედიენტები:

• 4 კვერცხი
• საშუალო ზომის 1 ხახვი
• 4 პომიდორი
• 3 სუფრის კოვზი თბილი წყალი
• რამდენიმე ფოთოლი რეჰანი, მარილი და პილპილი.

მომზადების წესი:

ტაფაზე უზეთოდ მოხრაკეთ ხახვი, დაააყარეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, დაასხით წყალი, დაახურეთ თავი და გააჩერეთ 10-15 წუთი დაბალ ცეცხლზე. თუ ძალიან გამოშრება, კვლავ დაასხით წყალი. დაუმატეთ რეჰანი და კარგად აურიეთ. დაახალეთ 4 კვერცხი. მოაყარეთ მარილი, პილპილი. კერძი მზადაა მაშინ, როცა კვერცხის ცილა გამაგრდება.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
liko
უზეთოდ როგორ უნდა მოხრაკო ხახვი?
23:58 / 07-03-2019
გამოხმაურება / 1 /
თამო
1 კოვზი ზეთი შეგიძლია
00:55 / 13-03-2019
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31