ლამაზი სხეულის ქონა ყოველი ქალის ოცნებაა. მოდური ტრენდები, დაკავშირებული ცხოვრების აქტიურ სტილთან და დიეტებთან, ქალებს ყველაზე მრავალფეროვან მეთოდებს სთავაზობს ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად, მაგრამ სამწუხაროდ, უმრავლესობა მათგანი სრულიად უსარგებლოა.
მიუხედავად ამისა, არსებობს უკვე ნაცადი და დიეტოლოგების მიერ აღიარებული მეთოდები. ერთ-ერთი მათგანი კეტო-დიეტაა, რომელიც ჰოლივუდში ძალიან პოპულარულია.
გაგიკვირდებათ და, კეტო-დიეტა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიმუშავეს. ხანგრძლივი კვლევების შემდეგ კვების ეს მეთოდი დიეტოლოგიაში წარმატებით დაინერგა.
კეტოგენური დიეტა - დაბალნახშირწყლოვანი დიეტაა, ცხიმების მაღალი შემცველობით. რაციონში შედის ცილები, მაგრამ განსაზღვრული რაოდენობით.
ადამიანის ტვინის მუშაობისთვის აუცილებელია გლუკოზა. „ტვინის საწვავის“ ძირითადი წყარო - ნახშირწყლებია. კეტო-დიეტაში ნახშირწყლების მიღება მინიმუმამდეა დაყვანილი.
ჩნდება კითხვა: რითი უნდა იკვებოს ტვინი?

რაციონში ნახშირწყლების დაბალი შემადგენლობის დროს ღვიძლი იწყებს ცხიმოვანი მჟავების და გლიცერინის გამომუშავებას, რაც წარმოქმნის კეტოგენურ სხეულებს.
სწორედ ისინი კვებავენ ტვინს და მას მუშაობაში ეხმარებიან. ამ პროცესის შემდეგ იწყება ლიპოლიზი - ცხიმების დაწვა.
რაციონის მთავარ ნაწილს დიეტის პერიოდში შეადგენს ცილებით მდიდარი საკვები.
რეკომენდებული პროდუქტი:
ხორცი - ცილების და ვიტამინების ძირითადი წყარო. მიირთვით ქათამი, საქონლის, კურდღლის და ღორის ხორცი. ასევე, საექიმო და ქათმის ძეხვი.
თევზი - მიირთვით წითელი თევზი, ქაშაყი, კამბალა, პალტუსი.
ზღვის პროდუქტები: მიდიები, კალმარი, კიბორჩხალა, კრევეტები.
კვერცხი: ქათმის და მწყრის.
თხილი: ნუში, თხილი, კაკალი და სხვ.
დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები: ხაჭო, ყველი, იოგურტი, უცხიმო რძე და კეფირი. ყველებიდან შეგიძლიათ მიირთვათ მოცარელა.
ბოსტნეული: ისპანახი, ჭარხალი, კიტრი, ყაბაყი და კომბოსტო.
ხილი: არატკბილი ვაშლი, გრეიპფრუტი, ფორთოხალი.
აკრძალული პროდუქტი:
ბურღული: ბრინჯი, წიწიბურა, შვრია, ფეტვი.
საკონდიტრო ნაწარმი: ტორტი, შოკოლადი, ზეფირი, ვაფლი.
პურ-ფუნთუშეული: პური, ფუნთუშა.
ერთი კვირის მენიუ
ორშაბათი
საუზმე:
- 2 მოხარშული კვერცხი
- 30 გრ მოცარელა
- ყავა
- უცხიმო რძე ან კეფირი.
ხემსი: სადილი: - 170 გ მოხარშული ქათმის მკერდი
- 150 გ სალათი
ვახშამი:
მეორე ვახშამი:სამშაბათი
საუზმე:
- 3 კვერცხის ომლეტი
- ჭარხლის სალათა
- 150 გ ყავა
ხემსი:
- სმუზი თხილით, რძით და ხაჭოთი (30 გ თხილი, 200 მლ რძე, 50 გ ხაჭო).
სადილი:
- 200 გ შემწვარი ძროხის ხორცი
- მოთუშული ყაბაყი 150 გ.
ვახშამი:
- 150 გ თინუსი
- ისპანახი 50 გ.
მეორე ვახშამი:ოთხშაბათი
საუზმე:
- 1 კვერცხი
- ნახევარი ავოკადო
- ქათმის ან მოხარშული ძეხვი
ხემსი: - მოცარელა იოგურტით (150 მლ იოგურტი, 30 გ ყველის ბურთულები).
სადილი: - 200 გ გამომცხვარი ხორცი ყველით და მწვანილით.
ვახშამი:
- სალათა ზღვის პროდუქტებისგან (40 გ კრევეტები, 40 გ კალმარი, 10 გ ზეითუნის ზეთი, კიტრი, ყველი 20 გ, 1 მოხარშული კვერცხი).
მეორე ვახშამი: ხუთშაბათი
საუზმე: - ომლეტი ორი კვერცხისგან, შემწვარი ბეკონით და ყველით.
- ყავა
ხემსი:
სადილი:
- 200 გ გამომცხვარი ხორცი
- სალათი 150 გ.
ვახშამი:
- კამბალა ბოსტნეულით
- 200 გ მოცარელა
მეორე ვახშამი: პარასკევი
საუზმე:
- 2 კვერცხის ტაფამწვარი, სოკოთი და ყველით
- ყავა
ხემსი:
- ბოსტნეულის ჩხირები (გრძლად დაჭრილი სტაფილო, კიტრი; 3-5 ც.)
სადილი:
- ღორის ხორცის სტეიკი 200 გ.
- მოთუშული ბოსტნეული 100 გ.
ვახშამი:
- ქაშაყის ფილე მწვანე ხახვით 200 გ.
მეორე ვახშამი: შაბათი
საუზმე:
- ომლეტი 3 კვერცხისგან, მოცარელასთან ერთად
- მწვანე სალათი
- ყავა
ხემსი:
სადილი:
- 170 გ მოხარშული ხორცი
- მოწალული ბროკოლი 150 გ.
ვახშამი:
- სტეიკი თევზის, ბოსტნეული
- ყველი 200 გ.
მეორე ვახშამი: კვირა
საუზმე:
- შებოლილი ქაშაყი 250 გ
- 1 მოხარშული კვერცხი
ხემსი:
- სმუზი რძით, თხილით და ხაჭოთი
სადილი:
- 150 გ შემწვარი ხორცი ბოსტნეულით.
ვახშამი:
მეორე ვახშამი: გისურვებთ წარმატებებს!