ქართველი გოგონა, რომელმაც 35 კგ დაიკლო, გიმხელთ 10 საიდუმლოს, რომელიც დიეტის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გააკეთოთ

ქართველი გოგონა, რომელმაც 35 კგ დაიკლო, გიმხელთ 10 საიდუმლოს, რომელიც დიეტის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გააკეთოთ
კილოგრამებთან ბრძოლა მარტივი პროცესი არაა, მით უფრო, როცა საქმე ბევრ კილოგრამს ეხება.
ამაში ყველაზე გამოცდილი ქართველი გოგონებიც დაგვეთანხმებიან. თამო გოგეშვილმა კილოგრამებთან ბრძოლა წლების წინ დაიწყო, მისი მაქსიმუმი დაკლებული 35 კილოგრამია. ჭარბ წონასთან ჭიდილში ის ისე გაერკვია დიეტოლოგიის საიდუმლოებებში, მზადაა გამოცდილება სხვებსაც თამამად გაუზიაროს.

ამჯერად ის გვიზიარებს 10 წესს, რომელიც დიეტის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დავიცვათ:

1. გაეცანით დიეტას ზედმიწევნით ზუსტად


სანამ დიეტას დაიწყებთ, კარგად უნდა იცოდეთ რასთან გაქვთ საქმე. დეტალურად შეისწავლეთ მისი დაცვის წესები. მოიმარაგეთ საჭირო პროდუქტი.
გაარკვიეთ, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს მას, რა სირთულეები ახლავს თან და რა მოლოდინები უნდა გქონდეთ. ჰკითხეთ რჩევა მათ, ვინც უკვე იყო ამ დიეტაზე, შეაგროვეთ ინფორმაცია და განეწყვეთ, რომ ეს თქვენი ბოლო შანსია.

2. იყიდეთ სამზარეულოს სასწორი

მართალია, კალორიების თვლა, ყოველი ლუკმის აწონვა მოსაწყენი და რუტინულია,მაგრამ ნელ-ნელა ამასაც მიეჩვევით და თავად მიხვდებით,თუ რამდეად ეფექტურია, როცა წინასწარ იცი საკუთარი დოზა.


3. აიწონეთ და გაიზომეთ გარშემოწერილობა

დილით წონა ყველაზე ზუსტია. ძილის წინ სასწორზე ფეხის დადგმა არც იფიქროთ! აუცილებელია დიეტის დაწყებამდე იცოდეთ, რამდენს იწონით დარა არის თქვენი მიზანი. ასევე, გაიზომეთ სხეულის იმ ნაწილის გარშემოწერილობები, რომლებიც განსაკუთრებით გაწუხებთ. შესაძლებელია, დადგეს მომენტი, როცა წონა გაიყინება, მაგრამ კლება სხეულის ფორმების ცვლილებაში აისახება.

4. ვარჯიში, სიარული ცეკვა

დიეტის დაწყებამდე აქტიურად დაკავდით ცეკვით, ვარჯიშით. დიეტის დროს კი შეგიძლიათ, დაისვენოთ.

5. დასვენება

შოკოლადის ნაკლებობას ძილი აგინაზღაურებთ. დიეტა ასე თუ ისე არის სტრესი, ამიტომ საჭიროა თავიდანვე გამოყოთ დრო დასვენებისთვის.

6. მდე და ახლა

დიეტის დაწყებამდე გადაიღეთ ფოტოები, სადაც კარგად გამოჩნდება თქვენი ამჟამინდელი წონა და სხეულის ფორმები. იგივე გააკეთეთ დიეტის დასრულების შემდეგაც და გაითვალისწინეთ, რომ ეს ფოტოები ერთი და იგივე რაკურსით და ერთსა და იმავე ადგილზე უნდა იყოს გადაღებული.

7. კუმირი

თქვენ აუცილებლად გჭირდებათ მისაბაძი მაგალითი, რომლის ფოტოსაც შიმშილის დროს დახედავთ და გაგახსენდებათ, რისთვისაც იბრძვით. იპოვეთ ვინმე, ვინც თქვენსავით ებრძოდა კილოგრამებს და ახლა იდეალურ ფორმაშია.


8. ერთად გაცილებით მარტივია

შექმენით გუნდი და ერთად გაილაშქრეთ ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ. მერწმუნეთ, გაცილებით მარტივად გაუმკლავდებით დიეტას, თუ თავს მარტო არ იგრძნობთ და გეცოდინებათ, რომ სხვებსაც თქვენსავით უჭირთ, მაგრამ ამ ცდუნებებთან გამკლავება შესაძლებელია.

9. გააუქმეთ ორშაბათი

ნუ გადადებთ დიეტის დაწყების თარიღს შემდეგი ორშაბათისთვის, რადგან ეს პროცესი საუკუნოდ გაიწელება. დაიწყეთ დღესვე და...

10. ნუ შეგეშინდებათ დარღვევების

რადგან დიეტის დროს „ჩავარდნები“ ყველას გვაქვს. მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ და არ გაუთამადეთ ტკბილეულს. 1-2 დარღვევას დიეტა აიტანს. მეორე დღეს კი ცილის დღე მოიწყევთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93