საქმე ისაა, რომ მე თვითონ ვარ ის მეგობარი. მეგობარი, რომელიც სულ დიეტაზეა, თუმცა არ გეგონოთ იმ კატეგორიას მივეკუთვნებოდე, 6-ის მერე, ღამის 12-მდე რომ არ ჭამენ, არც „შემდეგი ორშაბათიდან“ ვიწყებ დიეტას. მოკლედ სიტყვიანი ვარ და შედეგსაც ვაღწევ. ბოლო 2 წელიწადში 40 კგ დავიკელი და ცხადია, ჩემი სხეულის შესახებ ბევრი
გადავწყვიტე რამდენიმე რჩევა თქვნეთვისაც გამეზიარებინა და გამეცნო ჩემი აღმოჩენები. ამჯერად ჩემ მიერ აღმოჩენილ და საკუთარ თავზე გამოცდილ რეცეპტებს გაგაცნობთ. ვფიქრობ, ამ უცნაურ სასმელებზე აქამდე არაფერი გსმენიათ...
დაფნის ფოთლის ნაყენი

სამი დაფნის ფოთოლი ჩადეთ საშუალო ზომის ქვაბში, დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე, ადუღეთ 5 წუთი და გადმოდგით ქურიდან. შემდეგ გადაასხით ნაყენი თერმოსში, რომ ორთქლში კიდევ გაჩერდეს. ფოთლები არ ამოიღოთ, მინიმუმ 4 საათი გააჩერეთ ასე.
ამის შემდეგ გადაწურეთ ნაყენი და ჭამამდე 10 წუთით ადრე მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი. ასე გააგრძელეთ მხოლოდ სამი დღე.
დაფნის ფოთლისა და დარიჩინის ნახარში
ერთ ლიტრ ადუღებულ წყალში ჩააგდეთ დარიჩინის ჩხირი და დაფნის 5 ფოთოლი. ყველაფერი ეს ხარშეთ 15 წუთი, შემდეგ ქვაბი შეფუთეთ და გააჩერეთ იქამდე, სანამ ნაყენი სრულიად არ გაცივდება. რეკომენდებულია ჭიქის სამი მეოთხედი ნაყენის მიღება უზმოზე სამი დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში უნდა იკვებოთ ზომიერად, თორემ მხოლოდ ნაყენის მიღება შედეგს ვერ გამოიღებს.
ლიმონის დიეტა
ზოგიერთ თქვენგანს ალბათ სმენია ლიმონის დიეტის შესახებ. მას იყენებენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ფორმის შენარჩუნება, ამასთან, მნიშვნელოვანი ელემენტებისა და ვიტამინების მიღებაც.
ლიმონის ნარევი ყოველდღე უნდა მიიღოთ, სასურველია, გაღვიძებისთანავე. თუ უზმოზე მიიღებთ, გაიწმენდთ ორგანიზმს, შესაბამისად, დაიკლებთ წონაში. მიჰყევით ამ ინსტრუქციას 2 კვირის განმავლობაში მაქსიმალური შედეგების მისაღებად.
- პირველი დღე - 1 ლიმონი, შერეული 1 ჭიქა წყალში.
- მეორე დღე - 2 ლიმონი და 2 ჭიქა წყალი
- მესამე დღე - 3 ლიმონი და 3 ჭიქა წყალი
- მეოთხე დღე - 4 ლიმონი + 4 ჭიქა წყალი.
- მეხუთე დღე - 5 ლიმონი და 5 ჭიქა წყალი.
- მეექვსე დღე - 6 ლიმონი და 6 ჭიქა წყალი.
- მეშვიდე დღე - 3 ლიმონი და 10 ჭიქა წყალი, დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში.
- მერვე დღე - 6 ლიმონი და 6 ჭიქა წყალი.
- მეცხრე დღე - 5 ლიმონი და 5 ჭიქა წყალი.
- მეათე დღე - 4 ლიმონი და 4 ჭიქა წყალი.
- მეთერთმეტე დღე - 3 ლიმონი + 3 ჭიქა წყალი.
- მეთორმეტე დღე - 2 ლიმონი და 2 ჭიქა წყალი.
- მეცამეტე დღე - 1 ლიმონი და 1 ჭიქა წყალი.
- მეთოთხმეტე დღე - 3 ლიმონი და 10 ჭიქა წყალი, დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.
როგორ უნდა დალიოთ: უმალვე დალიეთ ნარევი, თუ არ გაგიძნელდათ, დალიეთ რამდენსაც შეძლებთ. დარჩენილი სითხე შემდეგისთვის დაიტოვეთ. სვით ყოველი ჭამის წინ 1 საათით ადრე.
დიეტა რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს, მაგრამ თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ დიეტა ორგანიზმის ბუნებრივი დეტოქსიკაციისთვის.