"ყველას გვყავს მეგობარი, რომელიც..." - ასე იწყება ყველაზე კითხვადი ბლოგების დიდი ნაწილი, მაგრამ მე ასე არ დავიწყებ და იმიტომ არა, რომ არ მინდა, ჩემი ბლოგი ბევრმა ნახოს.
საქმე ისაა, რომ მე თვითონ ვარ ის მეგობარი. მეგობარი, რომელიც სულ დიეტაზეა, თუმცა არ გეგონოთ იმ კატეგორიას მივეკუთვნებოდე, 6-ის მერე, ღამის 12-მდე რომ არ ჭამენ, არც „შემდეგი ორშაბათიდან“ ვიწყებ დიეტას. მოკლედ სიტყვიანი ვარ და შედეგსაც ვაღწევ. ბოლო 2 წელიწადში 40 კგ დავიკელი და ცხადია, ჩემი სხეულის შესახებ ბევრი რამ ვისწავლე. ვიცი, როგორ უნდა ვმართო ჭამის სურვილი და როგორ ვიკვებო სწორად.
გადავწყვიტე რამდენიმე რჩევა თქვნეთვისაც გამეზიარებინა და გამეცნო ჩემი აღმოჩენები. ამჯერად ჩემ მიერ აღმოჩენილ და საკუთარ თავზე გამოცდილ რეცეპტებს გაგაცნობთ. ვფიქრობ, ამ უცნაურ სასმელებზე აქამდე არაფერი გსმენიათ...
სამი დაფნის ფოთოლი ჩადეთ საშუალო ზომის ქვაბში, დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე, ადუღეთ 5 წუთი და გადმოდგით ქურიდან. შემდეგ გადაასხით ნაყენი თერმოსში, რომ ორთქლში კიდევ გაჩერდეს. ფოთლები არ ამოიღოთ, მინიმუმ 4 საათი გააჩერეთ ასე.
ამის შემდეგ გადაწურეთ ნაყენი და ჭამამდე 10 წუთით ადრე მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი. ასე გააგრძელეთ მხოლოდ სამი დღე.
ერთ ლიტრ ადუღებულ წყალში ჩააგდეთ დარიჩინის ჩხირი და დაფნის 5 ფოთოლი. ყველაფერი ეს ხარშეთ 15 წუთი, შემდეგ ქვაბი შეფუთეთ და გააჩერეთ იქამდე, სანამ ნაყენი სრულიად არ გაცივდება. რეკომენდებულია ჭიქის სამი მეოთხედი ნაყენის მიღება უზმოზე სამი დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში უნდა იკვებოთ ზომიერად, თორემ მხოლოდ ნაყენის მიღება შედეგს ვერ გამოიღებს.
ზოგიერთ თქვენგანს ალბათ სმენია ლიმონის დიეტის შესახებ. მას იყენებენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ფორმის შენარჩუნება, ამასთან, მნიშვნელოვანი ელემენტებისა და ვიტამინების მიღებაც.
ლიმონის ნარევი ყოველდღე უნდა მიიღოთ, სასურველია, გაღვიძებისთანავე. თუ უზმოზე მიიღებთ, გაიწმენდთ ორგანიზმს, შესაბამისად, დაიკლებთ წონაში. მიჰყევით ამ ინსტრუქციას 2 კვირის განმავლობაში მაქსიმალური შედეგების მისაღებად.
როგორ უნდა დალიოთ: უმალვე დალიეთ ნარევი, თუ არ გაგიძნელდათ, დალიეთ რამდენსაც შეძლებთ. დარჩენილი სითხე შემდეგისთვის დაიტოვეთ. სვით ყოველი ჭამის წინ 1 საათით ადრე.
დიეტა რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს, მაგრამ თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ დიეტა ორგანიზმის ბუნებრივი დეტოქსიკაციისთვის.