დიეტა / ფიტნესი

როგორ მოვიმატოთ წონაში - პროდუქტები და წესები

როგორ მოვიმატოთ წონაში - პროდუქტები და წესები
ვისთვის ზედმეტი და ვისთვის ნაკლები კილოგრამებია პრობლემა.
ზოგი ჭარბ წონას ებრძვის, ზოგი კი მომატებას ამაოდ ცდილობს.
საქმე ისაა, რომ ჩვენ კარგად არ ვიცნობთ საკუთარ სხეულს, არ ვიცნობთ საკვებს, რომლებსაც მივირთმევთ და ვქმნით მითებს, თითქოს ვაშლი „აკლებინებს“, შოკოლადი - ასუქებს. სინამდვილეში, ასე ცალსახად არაფრის თქმა არ შეგვიძლია, რადგან ბევრი ვაშლის მირთმევით მიღებული კალორიები შესაძლოა, ერთი ფილა შოკოლადის კალორიულობასაც გაუტოლდეს.

ამით მინდა შეგახსენოთ, რომ ყველაფერს თავისი წესი აქვს - გახდომასაც და მომატებასაც.

ezgif.com-optimize (3)

თუ მომატება გსურთ, რაციონში უნდა
დაამატოთ მაღალკალორიული პროდუქტები, თუმცა ეს საკმარისი არაა. კარგად უნდა იცოდეთ, როდის რომელი პროდუქტის მირთმევაა სასურველი. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

  • ჭამეთ ხშირად

სასურველია, დღეში 5-6-ჯერ ჭამა, დაახლოებით, 3-4 საათში ერთხელ. რათა ორგანიზმმა შიმშილი არ იგრძნოს და შენახული ენერგიის გამოყენება არ დაიწყოს.

  • იკვებეთ სწორად

რახან მომატება გადაწყვიტეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სწრაფი კვების ობიექტების ხშირ სტუმრად იქცეთ და ორგანიზმი დაიზიანოთ.

  • მიიღეთ სხვადასხვა ტიპის - ცილოვანი და ნახშირწყლოვანი საკვები ერთდროულად.

მაგალითად:

ბანანი, მზესუმზირა, ხორცი, თევზი, კვერცი, ტკბილეული, ცხიმიანი ხაჭო, ნატურალური წვენები, კოქტეილები, ლუდი, ყავა ნაღებით, ჩაი რძით.



დილა დაიწყეთ ნიგვზიანი, თაფლიანი ჰერკულესის ფაფით ან უბრალოდ ჭიქა ჩაით და კარაქიანი პურით.

შუა დღისთვის მოიმზადეთ ძეხვის ან ყველის, უმჯობესია სულგუნის ტოსტები, ბუტერბროტები. არ დაიკლოთ თხილიანი და ქიშმიშიანი შოკოლადები.
  • სასურველია, ჭამის შემდეგ დასვენება, დაძინება ან უბრალოდ დაწოლა.
  • აუცილებელია კარგი ძილი.
  • არავითარ შემთხვევაში არ გაეკაროთ სიგარეტსა და ნარკოტიკულ საშუალებებს.
  • არ მიიღოთ რთულად მოსანელებელი საკვები
ერიდეთ კომბოსტოს, სიმინდს...
  • არ დაგავიწყდეთ ვარჯიში
კალორიული პროდუქტების მიღების პარალულურად, ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება ვარჯიში, რათა ძალიან არ მოდუნდეს. ივარჯიშეთ დილით, ეს ჯანმრთელობისთვისაც კარგია და თქვენი ფორმებისთვისაც.

ყოველ დღე ჭამეთ იმაზე მეტი, ვიდრე წინა დღეს!
ბეჭდვა