ბალანსირებული დიეტა და ერთი კვირის მენიუ - დაიკელით წონაში ზაფხულამდე

ბალანსირებული დიეტა და ერთი კვირის მენიუ - დაიკელით წონაში ზაფხულამდე
არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა მის სწორ კვებაზეა დამოკიდებული. ამიტომ დაბალანსებული დიეტის თემას ვერსად გაექცევით.
ბოლო დროს, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვების ტენდენცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება მონო-დიეტებს. პროდუქტების შეზღუდვა ძალიან საზიანოა, რადგან ორგანიზმი ვეღარ იღებს აუცილებელ კვებით ელემენტებს. კვების რაციონის დაბალანსება ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, ყველას უნდა, რომ დიეტა არა მარტო გემრიელი, არამედ ვიტამინიზირებული და ეფექტური იყოს. ამიტომ, ბევრს აინტერესებს, რომელი პროდუქტების შეტანაა აუცილებელი ყოველდღიურ რაციონში.



გთავაზობთ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ძირითად წყაროებს,
რომლებიც ორგანიზმის ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი.



ცილის მთავარი წყარო:


  • ქათმის (მწყრის) კვერცხი,
  • ქათმის თეთრი ხორცი,
  • საქონლისა და ხბოს ხორცი,
  • საქონლის ღვიძლი,
  • დაკონსერვებული თინუსი საკუთარ წვენში,
  • უცხიმო ხაჭო,
  • უცხიმო იოგურტი,
  • რძე (მათთვის, ვისაც მასზე ალერგია არ აქვს).




ნახშირწყლების მთავარი წყარო:


  • წიწიბურას ფაფა,
  • ბრინჯის ფაფა,
  • შვრიის ფაფა ("ჰერკულესი"),
  • ხორბლის ფაფა,
  • ფეტვის ფაფა,
  • ქერის ფაფა,
  • ვაშლი,
  • ქიშმიში,
  • მწიფე ბანანი,
  • კარტოფილის პიურე.

ცხიმის მთავარი წყარო:


  • მზესუმზირის ზეთი,
  • სიმინდის ზეთი,
  • ნიგოზი,
  • არაქისი,
  • სარდინები.

თუ გსურთ, ლამაზი და ჯანმრთელი სხეული გქონდეთ, ეს პროდუქტები აუცილებლად უნდა შეიტანოთ თქვენს რაციონში; ხოლო თუ სპორტით ხართ დაკავებული, ისინი თქვენი კვების რაციონის მთავარი "გმირები" უნდა გახდნენ.


წარმოგიდგენთ ერთი კვირის მენიუს:

ორშაბათი


  • საუზმე: ხრაშუნა პური, კვერცხი, სალათის ფურცლები.
  • მეორე საუზმე: 1 ჭიქა უცხიმო კეფირი ან იოგურტი.
  • სადილი: ბოსტნეულის სუპი, ხრაშუნა პური, ბოსტნეულის სალათა მწვანილით.
  • ხემსი: ხილი.
  • ვახშამი: გამომცხვარი თევზი ბრინჯით.
  • მეორე ვახშამი: კვერცხი ან 1 ჭიქა კეფირი.

სამშაბათი

  • საუზმე: 2 კვერცხი, ხრაშუნა პური („ხლებცი“), ერთი ნაჭერი ყველი.
  • მეორე საუზმე: ხრაშუნა პური, ერთი ნაჭერი წითელი თევზი
  • სადილი: ბოსტნეულის სუპი, სტაფილოს და კომბოსტოს სალათა.
  • ხემსი: 2 ცალი კივი.
  • ვახშამი: ლობიო და მოხარშული ქათმის მკერდი. ხრაშუნა პური.
  • მეორე ვახშამი: 1 ჭიქა უცხიმო კეფირი ან იოგურტი.

ოთხშაბათი

  • საუზმე: უცხიმო ხაჭო ან ჩიზქეიქი.
  • მეორე საუზმე: ხილი
  • სადილი: ბოსტნეულის სუპი.
  • ხემსი: ციტრუსი.
  • ვახშამი: სოკო ბოსტნეულთან ჩაშუშული.
  • მეორე ვახშამი: გამოტოვეთ.

ხუთშაბათი

  • საუზმე: წიწიბურა, ერთი ცალი პომიდორი.
  • მეორე საუზმე: 1 ჭიქა ცხიმო კეფირი.
  • სადილი: მოხარშული ან გრილზე შემწვარი ქათმის ხორცი, ბრინჯი და მოთუშული ბოსტნეული.
  • ხემსი: ვაშლი.
  • ვახშამი: მწვანე ლობიო.
  • მეორე ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი.

პარასკევი

  • საუზმე: შვრიის ფაფა თაფლით და კენკრით.
  • მეორე ვახშამი: უცხიმო იოგურტი და ბანანი.
  • სადილი: გამომცხვარი თევზი, ისპანახი.
  • ხემსი: ხილი.
  • ვახშამი: მოხარშული ან გრილზე შემწვარი ქათმის ხორცი, ისპანახი, დაბალცხიმიანი ყველი.

შაბათი

  • საუზმე: ხაჭო თაფლით და თხილით.
  • მეორე ვახშამი: უცხიმო იოგურტი.
  • სადილი: ბორშჩი, სოკოს სალათა.
  • ხემსი: ხილი
  • ვახშამი: მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო (ან გამომცხვარი).
  • მეორე ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი.

კვირა

  • საუზმე: სიმინდის ფაფა.
  • მეორე საუზმე: უცხიმო იოგურტი, ხილი.
  • სადილი: ბრინჯი, გრილზე შემწვარი ქათმის მკერდი, მოთუშული ბოსტნეული.
  • ხემსი: 1 ჭიქა ტომატის წვენი
  • ვახშამი: ბოსტნეულის რაგუ (კარტოფილის გარეშე).
  • მეორე ვახშამი: 1 ჭიქა უცხიმო კეფირი.
ბალანსირებული დიეტა ყველაზე ჯანსაღი დიეტაა. დაიცავით ის სამი კვირა, მეოთხე კვირას შეისვენეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93