ხილის ჩირის სასარგებლო თვისებებზე არაერთი ინფორმაცია მოიპოვება, მით უმეტეს, რომ ძველად სწორედ ხილის ჩირს იყენებდნენ სხვადასხვა დაავადების განკურნებისას. სწორად გამომშრალ ხილს ხარშავდნენ და შემდეგ მიირთმევდნენ. თუმცა გამომშრალი ხილის მირთმევა გახდომის მიზეზიც გახდა დაკვირვების შედეგად.
„მარაოს“ ამ სტატიაში შეიტყობთ ხილის ჩირის ეფექტურად გამოყენებას მათთვის, ვისაც სწრაფად გახდომა სურს.
ბევრს აწუხებს კითხვა, დიეტის დროს შეიძლება მივირთვა ხილის ჩირი, რომელიც შაქარს შეიცავს? პასუხი მარტივია, ის იმდენ საჭირო ფერმენტს შეიცავს, რომ სისხლში გლუკოზის დონის მატების საფრთხე ნამდვილად არ გემუქრებათ.
როგორ შევარჩიოთ დიეტის დროს ხილის ჩირი?
- გახსოვდეთ, რომ სინამდვილეში სასარგებლო და ნატურალური ხილის ჩირი ვიზუალურად არცთუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება, არ ბრწყინავს, დანაოჭებული შესახედაობის არის და შესაძლოა, მტვრიანიც კი იყოს.
- სასარგებლო ხილის ჩირის სურნელი საკმაოდ სასიამოვნოა. თუკი ბენზინის ან კვამლის სუნი გცემთ ხილის ჩირის დაყნოსვისას - არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ!
- შეარჩიეთ აუცილებლად კურკებიანი ხილის ჩირი. ასე გამომშრალი ჩირი ბევრად ეფექტური და სასარგებლოა.
- არ შეიძინოთ მოხალული თხილი დიეტის დროს. დაივიწყეთ აგრეთვე მარილიანი არაქისის არსებობის და შოკოლადში ამოვლებული თხილის შესახებ. ასევე უარი თქვით თხილზე სხვადასხვა ტკბილეულსა და მინანქარში ზემოდან მოყრილი მარცვლებით.
მენიუ ხილის ჩირის დიეტის დროს
გასახდომად აუცილებლად დაგჭირდებათ ხილის ჩირი და ნიგოზი. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 200 გრამი ნიგოზი და 300 გრამი ხილის ჩირი ქალების შემთხვევაში, ხოლო კაცების შემთხვევაში - 200 გრამი ნიგოზი და 500 გრამი ხილის ჩირი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღის განმავლობაში 3 სხვადასხვა სახეობის ხილის ჩირი მიიღოთ. მაგალითად, ეს შესაძლებელია იყოს ქიშმიში, გარგრის ჩირი (კურაგა) და მეგასასარგებლო შავი ქლიავის ჩირი. ხოლო რაც შეეხება თხილეულს, შეგიძლიათ ორი სხვადასხვა სახეობის თხილი მიირთვათ.
დაალბეთ ღამით ხილის ჩირი თბილ წყალში, ვინაიდან ასეთ მდგომარეობაში უფრო კარგად მიიღებს მას დილიდან ორგანიზმი. მიღებული რაოდენობა უნდა გაყოთ 7-8 ულუფად, თუკი 7 საათზე გვიან არ იღვიძებთ და 10-11 საათზე გვიან არ წვებით.
ყველაზე აუცილებელი ხილის ჩირის დიეტაზე ყოფნის დროს წყლის ბალანსის დაცვაა. დღის განმავლობაში 1.5-2 ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ. აგრეთვე სასარგებლოა მწვანე ჩაი, შაქრისა და თაფლის გარეშე. ხილის ჩირის დიეტა 5 დღეზე მეტ ხანს არ დაიცვათ. ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში კი 5 კილოგრამის მოშორებას შეძლებთ. დაისახეთ მიზანი და აუცილებლად მიაღწევთ.
გაგვიზიარეთ თქვენი შედეგი.
წყარო:sovkusom