ერთი მხრივ, დიეტები დამღლელად და ხანგრძლივ პროცესად აღიქმება, ხოლო მეორე მხრივ, მარტივი მათემატიკური გათვლაა: ნაკლებს მიირთმევ - შესაბამისად, ნაკლებს იწონი. სამწუხაროდ, ბევრ ჩვენგანს არ შესწევს შაოლინელი ბერების მსგავსი მოთმინების უნარი, ამისათვის კი არაერთი გასახდომი საშუალებაა, რომელიც გახდომის გარდა, ფიზიკურადაც მსუბუქად ყოფნაში დაგეხმარებათ.
მთელი ეშმაკობა კი იმაში მდგომარეობს, რომ დღეში არაუმეტეს ასი „შაქრის კალორიის“ შემცველი პროდუქტების მიღებაა საჭირო.
დიეტოლოგებმა და მათ შორის, ერთ-ერთი ცნობილმა დიეტოლოგმა - ხორხე კრუზმა, მარტივი ფორმულა გამოიყვანეს: იმისათვის, რომ შეიტყოთ პროდუქტში არსებული „შაქრის კალორაჟის“ შესახებ, ნახშირწყლების რაოდენობა უნდა გაამრავლოთ ოთხზე.
მაგალითისთვის ავიღოთ ბანანი: საშუალო ზომის ბანანში 25 გრამი ნახშირწყალია. ბევრი გეჩვენებათ? მაშინ ავიღოთ მაგალითისთვის ქერის ფანტელი, რომელიც ყოველ 100 გრამზე 10 გრამ ნახშირწყალს შეიცავს, გადაამრავლეთ 4-ზე. ახლა თვითონ გადაწყვიტეთ, უმჯობესია ერთი ბანანი მიირთვათ თუ ქერის ფაფა მოიმზადოთ სულ რაღაც 300 გრამი?(ერთ თეფშს უდრის).
ის, რაც გვეჩვენება საკმაოდ კალორიულად და გვგონია, რომ ცუდად აისახება ჩვენს წონაზე, როგორც აღმოჩნდა, მცდარი შეხედულებაა, ვინაიდან, როგორც ხორხე კრუზი ამბობს, უნდა მიირთვათ ყველაფერი, კალორაჟების დათვლით. საშუალოდ დღეში უნდა მიირთვათ 1500-1700 კალორიის პროდუქტი, თვის ბოლოს კი ადვილად შენიშნავთ, თუ როგორ დაემშვიდობეთ ყოველგვარი შიმშილის გარეშე ზედმეტ კილოგრამებს.
დიეტის დაცვის დროს უმთავრესია იცოდეთ კალორიების რაოდენობა. არ შეიზღუდოთ თავი, უბრალოდ ყოველთვის დათვალეთ, რას მიირთმევთ და რა რაოდენობით. შესაბამისად, შაქრის შემცველ პროდუქტებზეც უარის თქმა აღარ მოგიწევთ.