ნიახურის დეტოქს-წვენი - ორგანიზმის სწრაფი და ეფექტური გამწმენდი საშუალება

ნიახურის დეტოქს-წვენი - ორგანიზმის სწრაფი და ეფექტური გამწმენდი საშუალება
ნიახური ის ბოსტნეულია, რომელიც მასში არსებული ვიტამინებიდან ორგანიზმის გაწმენდაზე საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად აისახება. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მის გადასამუშავებლად ადამიანს უფრო მეტი დრო სჭირდება და შესაბამისად, მეტ ენერგიასაც ხარჯავს.
რით არის სასარგებლო ნიახური?
стебли сельдерея
100 გრამ ნიახურზე მოდის მხოლოდ 16 კილოკალორია. ამასთანავე, მასში არსებული ვიტამინების კომპლექტი გვაძლევს მთელი დღის განმავლობაში მხნედ ყოფნის საშუალებას. დაბალი კალორიულობის მიღმა, ნიახური მაგნიუმისა და კალიუმის შემცველობის გამო საკმაოდ შარდმდენ ბოსტნეულად ითვლება.
ეს ბოსტნეული ხელს უწყობს თირკმლის ეფექტურად მუშაობას, აგრეთვე უწყობს
ხელს ორგანიზმიდან მარილისა და შაქრის გამოდევნას. ეხმარება სისხლს ტოქსიკური ნივთიერებებისგან გაწმენდაში, A, E და C ვიტამინების მეშვეობით კი ეფექტურ ანტიოქსიდანტად ითვლება.
польза сельдерея
მარაო“ გიზიარებთ 5 ეფექტურ დეტოქს-წვენს ამ უნიკალური ბოსტნეულის შემცველობით.

ნიახური, ჯანჯაფილი და სტაფილო

  • 2 ღერი ნიახური და 4 ც საშუალო ზომის სტაფილო დააბლენდერეთ და 1 პატარა ნაჭერი გაფცქვნილი ჯანჯაფილი შეურიეთ. სურვილისამებრ დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული სასმელი მიირთვით საუზმემდე 30 წუთით ადრე და სადილის ნაცვლად.
смузи из сельдерея и моркови

ნიახური, სტაფილო და ვაშლი

  • აიღეთ 2 ღერი ნიახური, 2 ც ვაშლი და 2 ც სტაფილო. ეს ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და მწიკვი დარიჩინი. დალიეთ უზმოზე და საკვების მიღებამდე იმისათვის, რომ დიდი ხნით გაიქროთ შიმშილის შეგრძნება.
смузи из сельдерея и яблока

ნიახური და ფორთოხალი

  • 2 ც ფორთოხალი და 2 ღერი ნიახური დააბლენდერეთ, სურვილისამებრ დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, დალიეთ ერთი კვირის განმავლობაში 200 მილიგრამი უზმოზე, შემდეგ 7-დღიანი შესვენება გააკეთეთ და განაგრძეთ კვლავ ამ დეტოქს-წვენის მიღება.
смузи из сельдерея и апельсина

ნიახური, ვაშლი, კიტრი და ოხრახუში

  • ნახევარი კონა ოხრახუში, 2 ღერი ნიახური 2 ც კიტრი და 2 ც ვაშლი დააბლენდერეთ. მიღებული მასა დაყავით ორ ნაწილად, დილისთვის და საღამოსთვის. რეგულარული მიღების შედეგად თირკმლის ფუნქციონირება უმჯობესდება, ორგანიზმიდან ზედმეტი წყალი გამოიდევნება და ხსნის ფეხებზე დაჭიმულობას.
смузи из сельдерея и огурца

ნიახური და ანანასი

  • 3 ნაჭერი ანანასი და 3 ღერი ნიახური დააბლენდერეთ, დაუმატეთ მწიკვი დარიჩინი, მიირთვით სადილამდე ან ვახშმამდე 30 წუთით ადრე.
смузи из сельдерея и ананаса
წყარო:sovkusom
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93