მოტივაცია გასახდომად - 3 რეალური მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიკლოთ წონაში (ქარდები)

მოტივაცია გასახდომად - 3 რეალური მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიკლოთ წონაში (ქარდები)
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ქალებს აწუხებთ - ზედმეტი წონაა.
წონაში კლების უამრავი მეთოდი არსებობს: ყველაზე მარტივი და „უფასოდან“ - ყველაზე რთულ და ძვირად ღირებულამდე. ყველაფერი კი ადამიანის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. მთავარია, გახდომის მოტივაცია ჰქონდეს.


რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მოტივაცია გქონდეს?

სინამდვილეში, ზედმეტი კილოგრამები ნეგატიურად აისახება ცხოვრების ბევრ ფაქტორზე: ჯანმრთელობაზე, პირად ცხოვრებასა და სამსახურზე.

Related image

ჯანმრთელობა

პირველ ადგილზე - ჯანმრთელობაა! ძალიან ძნელია, გიხაროდეს ცხოვრება, როდესაც არ ხარ ჯანმრთელი. ზედმეტი წონა ბევრი დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს:

  • შაქრის დიაბეტი (მეორე ტიპის);
  • კიბო (კვლევები ადასტურებს კავშირს გაცხიმოვნებას და კიბოთი დაავადების რისკებს შორის);
  • გულ-სისხლძარღვთა დავადებები. ზედმეტი წონა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ინსულტის და ინფარქტის.
  • საყრდნობ-მამოძრავებელი აპარატის პრობლემები. ძვლებს და სახსრებს დიდი დატვირთვა აქვთ, რაც ადრე თუ გვიან მათ მუშაობას შეაფერხებს.

 

პირადი ცხოვრება

შესაძლებელია, ეს ყველაზე ძლიერი მოტივაციაა გახდომისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცებს „ხორციანი“ ქალები მოსწონთ, მაგრამ უმრავლესობა მათგანი მაინც გამხდარი გოგოებით აღფრთოვანდება. დასავლეთ შოტლანდიაში უახლოესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალის წელი გავლენას ახდენს მამაკაცის ერექციაზე. რაც უფრო თხელია ქალის წელი, მით უფრო ნაკლებად დაიტანჯება მისი პარტნიორი ერექციული დისფუნქციით.

სამსახური

პროფესიონალად რომ შედგე, აუცილებელია შენს საქმეში იყო კომპეტენტური, გამოიმუშავო გამოცდილება და გიყვარდეს შენი საქმე. ეს ყველაფერი პრიორიტეტულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როცა სამსახურში მიგიღეს.
სამსახურის ძებნის დროს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს გარეგნობას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამსაქმებელი ირწმუნება, რომ წონას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, პრიორიტეტს მაინც ლამაზი სხეულის მქონე კანდიდატებს ანიჭებენ.

ჩვენ შევარჩიეთ 10 საუკეთესო სამოტივაციო ფრაზა, რომელიც დაგეხმარებათ დასახული მიზნის მიღწევაში










დაბალანსებული საკვები ერთ ჭიქაში

ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა - საუკეთესო გამოსავალია. წონის პრობლემების მოგვარება პირდაპირ აისახება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. დაბალანსებული კვება ნიშნავს ვიტამინების, მინერალების, ცილების, ნახშირწყლების და ჯანსაღი ცხიმების სწორი რაოდენობით მიღებას. ყველა ამ აუცილებელი ელემენტის ბალანსი ერთ პროდუქტშია თავმოყრილი.

პროტეინების კოქტეილი Herbalife-სგან, დაბალანსებული საკვებია - ერთ ჭიქაში. ის სხვადასხვა არომატს შეიცავს:


  • შოკოლადი;
  • შოკოლადის ორცხობილა;
  • მარწყვი;
  • ტროპიკული ხილი;
  • ვანილი.
კოქტეილი უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას რამდენიმე საათის განმავლობაში.
ამ ფუნქციონალური კვების ეფექტურობა კლინიკური კვლევებითაა დამტკიცებული.

Image result for diet gif
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31