ეფექტური დიეტა „9 დღე“

ეფექტური დიეტა „9 დღე“
გახდომის თემა ყველაზე მწვავე ზაფხულის დადგომამდე ერთი თვით ადრე ხდება. პრაქტიკულად, ყველა გოგო ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დაიკლოს ზედმეტი კილოგრამები და თამამად მოირგოს საცურაო კოსტიუმი, შორტები და კაბები.

მარაოს“ დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ბოლო დროს ყველაზე გავრცელებულ 9-დღიან დიეტაზე.
Image result for Диета «9 дней»
დიეტა „9 დღე“ - ეს არის კვების სისტემა, რომელიც 3 ეტაპად არის დაყოფილი, თითოეული 3 დღის გათვალისწინებით. ციკლის პერიოდში დაშვებულია, მიირთვათ მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტი და დალიოთ განსაზღვრული რაოდენობის სითხე. ამ დიეტის წყალობით ბევრმა ცნობილმა სახემ დაიკლო, იმიტომ,
რომ 9 დღეში შედეგს თავად ნახულობთ. საკმაოდ კარგია მათთვის, ვისაც დიეტებზე არ აქვს ბევრი დრო.
раздельное питание
დიეტის დაცვამდე უნდა გაითვალისწინოთ მნიშვნელოვანი პრინციპები:
  1. საკვები უნდა მიირთვათ მცირე ულუფებით, რაც შეიძლება ხშირად, თუმცა დაძინებამდე 3 საათით ადრე დაუშვებელია კვება. ხოლო, თუკი შიმშილის გრძნობა გაწუხებთ, დალიეთ უშაქრო მწვანე ჩაი ან წყალი. ყველაზე დიდი რაოდენობით საკვების მიღება შეგიძლიათ საუზმეზე.
  2. ყოველდღიურად უნდა მიიღოთ მინიმუმ 3 ლიტრი წყალი. არ ითვლება გაზიანი და სხვა ტიპის სასმელები. შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ჩაი, ახალდაწურული ხილის წვენი ან ყავა. საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ წყალი, აი, კვების შემდეგ კი ნამდვილად არ შეიძლება ნახევარი საათის განმავლობაში მისი მიღება.
  3. უნდა დაიცვათ მონო-კვების პრინციპი და უნდა მიირთვათ მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებიც დაშვებულია თითოეულ ეტაპზე.
  4. სრული აკრძალვა ეხება ცხიმიან და შემწვარ პროდუქტებს. ყველა საკვების მომზადება დაიშვება მხოლოდ ორთქლსა და მოხარშვაზე.
дробное питание
დიეტა „9 დღე“
диета чередование

ბრინჯის დღე

  • ბრინჯი არაერთი დიეტოლოგის არჩევანია, ვინაიდან ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც კუჭის კედლებს არ აღიზიანებს. ბრინჯის ფაფა ორგანიზმის გამწმენდი ეფექტური საშუალებაა, რაც ხელს უწყობს ორგანიზმს მომდევნო ეტაპებისათვის მომზადებაში.
  • იმისათვის, რომ მოამზადოთ ბრინჯი, წინა საღამოს აიღეთ 250 გრამი და დაფარეთ წყლით, პროპორციით 1:2, წამოადუღეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაყავით 5-6 ნაწილად და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. ბოლო ულუფა უნდა მიირთვათ 20:00 სთ-მდე. საკვების მიღების შუალედებში არ დაგავიწყდეთ ბევრი სითხის და 3 სუფრის კოვზი თაფლის მიღება მთელი დღის განმავლობაში.

рисовая диета

ქათმის ეტაპი

  • მეორე ეტაპი 9-დღიანი დიეტის არის სუფთა ცილების მიღება. ქათამი და უცხიმო თეთრი თევზი იდეალურად უხდება დაშვებულ პროდუქტების სიას. მათი ხორცი არა მარტო ნაზი და დაბალკალორიულია, არამედ შეიცავს ქოლესტერინისა და ცხიმის ყველაზე მინიმალურ რაოდენობას.
  • წინა საღამოს მოხარშეთ ქათამი ან თევზი. აუცილებლად გააცალეთ კანი და გაყავით 5-6 ნაწილად, რომელსაც მთელ დღეზე იმყოფინებთ. ზუსტად ანალოგიურად პირველი სამი დღის მსგავსად უნდა მიიღოთ წყალი და თაფლი. შეგიძლიათ თევზს დაუმატოთ ოხრახუში და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ბოლო საკვების მიღების დრო არ უნდა გადასცდეს 19:00 სთ-ს.

как отварить курицу

ბოსტნეულის ეტაპი

  • ბოლო ეტაპი ყველაზე პროდუქტიულია გახდომის პროცესში. ბოსტნეული არა მარტო უცებ დაგაკლებინებთ, არამედ განაპირობებს იმუნიტეტის განმტკიცებას, ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით აავსებს, შეგმატებთ ენერგიას, ძალას და გამოდევნის მავნე ტოქსინებს ორგანიზმიდან.
  • დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ 800 გრამიდან 1 კგ-მდე ბოსტნეული. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ახალი, აგრეთვე გაყინული ბოსტნეული. შეგიძლიათ მოხარშოთ ან ორთქლზე დაამზადოთ. მათი მიღება დაშვებულია როგორც სალათების სახით, ასევე უმად. არ შეიძლება მარილიანი, ცხარე ბოსტნეულის მიღება, ხოლო ყველაზე დიდი ულუფა საუზმეზე უნდა მიირთვათ.
похудение на овощах
დაუშვებელია ამ დიეტის დაცვა:
  • თუკი ჯერ არ ხართ 18 წლის
  • ორსულად ხართ
  • გაწუხებთ ანემია და დაბალი წნევა
  • ლაქტაციის პერიოდში იმყოფებით
  • გაწუხებთ ქრონიკული დაავადებები
как похудеть во время лактации
წყარო:sovkusom
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93