აი რატომ უნდა მივირთვათ საკვები 6 საათის შემდეგ, დავანგრიოთ სტერეოტიპები! (დიეტოლოგის რჩევები)

აი რატომ უნდა მივირთვათ საკვები 6 საათის შემდეგ, დავანგრიოთ სტერეოტიპები! (დიეტოლოგის რჩევები)
არსებობს ბევრი სტერეოტიპი, რომელსაც თუ დავუჯერებთ შეიძლება ცუდი სულაც არ იყოს, მაგრამ მთავარია რა კუთხით მივუდგებით ამ ყოველივეს. უარი ვახშამზე, ეს უკვე ერთი ნაბიჯია ნახევრად შიმშილობისკენ..
ბევრ ადამიანს სმენია იმის შესახებ, რომ თუ ვახშამზე უარს განვაცხადებთ წონაში დავიკლებთ.
თუ ადრე გაღვიძებას ხართ მიჩვეული- საუზმე 9 საათზე მიირთვით, ხოლო ვახშამი 17:00-სთ-ზე.
თუ გვიანობამდე ვერ იძინებთ მაშინ საუზმე 12:00-ზე მიირთვით. "შიმშილობა ინტერვალებით ამართლებს". ამბობს დიეტოლოგი ირინა ლიზუნი.

ირინა ირწმუნება, რომ თუ დავუჯერებთ და დროს სწორად გადავანაწილებთ, აუცილებლად დავიკლებთ. მაგრამ
აქვე გასათვალისწინებელია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებზეც ახლა ვისაუბრებთ. ამგვარი შუალედით საკვების მირთმევა რეკომენდებული არაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც თრომბის პრობლემა აქვს, ან დაბალი წნევა აწუხებს.
ასეთ შემთხვევაში მათ უნდა მიმართონ სპეციალისტს და არა მხოლოდ დიეტოლოგს.

დავუბრუნდეთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას: რატომ შეიძლება ჭამა 18:00-საათის შემდეგ?

- ეს დასაშვებია მათთვის, ვინც სხვაგვარად ვერ ახერხებს დროის უქონლობის გამო.
მაგალითისთვის შეგვიძლია მუსიკოსებიც მოვიყვანოთ. თუ ხდება ისე, რომ 12 საათის შემდეგ იძინებენ და დილაც არეული აქვთ, დაახლოებით 18:00 საათზე მოუწევთ ჭამა, რადგან შიმშილის გრძნობა არ დააძინებთ. შესაბამისად გამოდის, რომ მათი ვახშმის დროც იმაზე გვიანაა, ვიდრე სხვა შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო. 
ასეთ გრაფიკზე დამოკიდებული ადამიანის ვახშმის დრო 21:00 საათზე იქნება.

აუცილებელია, რომ საკვების მიღება დაძინებამდე 3 საათით ადრე მოხდეს და არა დაწოლამდე ცოტა ხნით ადრე.
ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ შედარებით მსუბუქად დაიძინოთ და ნაკლები დისკომფორტის გრძნობა გქონდეთ. "ვახშამი" ამ შემთხვევაში არ გულისხმობს ცომეულს. უმჯობესია საღამოს კოქტეილი მოვამზადოთ, რომელიც მსუბუქი იქნება. თუ მსგავსი კოქტეილის მომზადების დრო არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ მიირთვათ ხილი, ბოსტნეული, იოგურტი. 

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, თუ ძილის რეჟიმი მოწესრიგებული გვაქვს, სავსებით ნორმალური იქნება მსუბუქი წახემსება 17:00-სთზე.
არიან ადამიანები, ვისაც წონაში დაკლება უნდა და ვიდრე 18:00 საათი შესრულდება იქამდე მიირთმევს საკვებს, შემდეგ კი შიმშილის გრძნობა ეუფლება და თუ იმ ღამით არა, მეორე დღეს ინაზღაურებს. ცხადია ამგვარი ქმედებით დაკლებაზე საუბარი ზედმეტია.

საღამოს კვება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, უნდა აირჩიოთ პროდუქტები, რომლებიც საჭირო მიკრო და მაკრო ელემენტებს მოგაწვდიან.
დასაშვებია კლასიკური მსუბუქი სადილი, ოღონდ უნდა იყოს უცხიმო, ბოსტნეულის სალათი, ან მოთუშული ბოსტნეული.
დიეტის დაცვის საწყის ეტაპებზე ზოგიერთი გოგონა საჭმლის მირთმევიდან 2-3 საათშიც გრძნობს შიმშილს, რაც ძილის რეჟიმის დარღვევის გამომწვევიც შეიძლება გახდეს. ყურადღება მიაქციეთ კალორიებს და ნუ უკუაგდებთ მის ზუსტ განსაზღვრას. მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს: ჩვენი სხეული მექანიზმია, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური რეჟიმის დაცვა სჭირდება.

წყარო: cosmo.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93