დიეტოლოგები ახალ მოსაზრებაზე შეჯერდნენ: რატომ უნდა მივირთვათ საკვები 18:00 სთ-ის შემდეგ? - Marao

დიეტოლოგები ახალ მოსაზრებაზე შეჯერდნენ: რატომ უნდა მივირთვათ საკვები 18:00 სთ-ის შემდეგ?

2019-05-27 13:26:53+04:00

დიეტაზე მყოფი ადამიანების ყველაზე ხშირი აკრძალვა
- საღამოს 6 სთ-ის შემდეგ საკვების მიღებაა. ვიქნებით გულახდილები და გეტყვით, რომ ეს წესი უფრო მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე გახდომაში შეგიწყობთ ხელს.

Image result for Диетологи заблуждались: Почему нужно есть после 18 часов

სამსახურის შემდეგ ძალიან ცოტა ჩვენგანი ახერხებს სახლში მისული სადილის მომზადებას მითითებულ დრომდე. ხშირად ეს დრო 7-8 საათისკენ გადაინაცვლებს. ხოლო ისინი, ვინც იღებენ მკაცრ გადაწყვეტილებას საღამოს ვახშმის მიღებისგან თავის შეკავებით, ორგანიზმს 14-საათიანი შიმშილის გამო სტრესში აგდებენ, შედეგად კი იმაზე მეტ საკვებს იღებენ, ვიდრე ჩვეულებრივ, 18:00 სთ-ის შემდეგ კვების ნაცვლად.

Related image

სინამდვილეში ყველა ადამიანს თავისი ბიორითმები აქვს. ამიტომ არ არის სწორი ერთი მიღებული ფორმულის ყველაზე მორგება. მათთვის, ვინც დილას ძალიან ადრე იღვიძებს, ასეთი აკრძალვა მიღებულია: საქმე იმაშია, რომ დილით მათი ორგანიზმი სწრაფად იღვიძებს და მზად არის სრულფასოვნად საკვების მისაღებად; აი, საღამოს კი პროცესი შენელებულია და საკვები ვეღარ ასწრებს გადამუშავებას დაძინებამდე.

Related image

ხოლო იმ კატეგორიისთვის, რომელიც გვიან იძინებს, საღამოს 6 საათის შემდეგ საკვების მიღების აკრძალვა საზიანოა. ასეთი კატეგორიისთვის საუზმე საკმაოდ მსუბუქია და ძირითადად, ჭიქა ყავითაც შემოიფარგლება. საქმე იმაშია, რომ ორგანიზმი ამ დროს გადადის შიმშილის რეჟიმში და გახდომის ნაცვლად იწყებს ცხიმების დაგროვებას. ამიტომ ვახშმის მიღება შეუძლიათ როგორც 8, ასევე 9 საათზე. მთავარია, დაძინებამდე იყოს 3.5 საათი გასული.

Image result for Диетологи заблуждались: Почему нужно есть после 18 часовRelated image

წყარო:smi2