დარიჩინი არამარტო არომატული საკმაზია,
არამედ წონის კლების საკმაოდ ეფექტური საშუალებაც არის. ამასთანავე, ის აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას.
პირველ რიგში, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, წმენს ორგანიზმს ტოქსინებისგან. მეორე მხრივ, დარიჩინი აქრობს შიმშილის გრძნობას და აქვეითებს მადას, ხოლო მესამე მხრივ, სისხლში გლუკოზის დონეს აწესრიგებს და ინსულინს გამოამუშავებინებს.
როგორ მივიღოთ სწორად ეს ჯადოსნური საკმაზი? ყველასათვის გასაგებია, რომ ფუნთუშეული დარიჩინის შემცველობით, არ შეგვიწყობს ხელს წონის კლებაში.
„მარაო“ გიზიარებთ ეფექტურ რეცეპტებს დარიჩინის შემცველობით.
დარიჩინი თაფლით
- ჩაის კოვზი დარიჩინი წამოადუღეთ უკვე მდუღარე ჭიქა წყალთან ერთად. როცა გაგრილდება, დაუმატეთ ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული სასმელი უნდა დატოვოთ ცოტა ხნით: უმჯობესია, მოამზადოთ საღამოს, იმისათვის, რომ დილით მიირთვათ. ეს არომატული სასმელი უნდა მიიღოთ მთელი თვის განმავლობაში დილით გაღვიძებისთანავე და დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე. დამატებითი ეფექტურობისთვის შეგიძლიათ დაამატოთ სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.
დარიჩინი თაფლით და ჯანჯაფილით
- ჯანჯაფილის თვისებებზე არაერთ სტატიაში ვისაუბრეთ. შესაბამისად, ისიც, დარიჩინის მსგავსად, აქტიურად უწყობს ხელს ორგანიზმს წონის კლებაში. ჯანჯაფილის (იგივე კოჭას) ფესვი წმენდს ორგანიზმს მავნე ტოქსინებისგან. აიღეთ ჩაის კოვზი დაჭრილი კოჭა და ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი, დაასხით მდუღარე წყალი, ხოლო გაგრილებისთანავე დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი. დატოვეთ ცოტა ხნით, უმჯობესია მთელი ღამით და დილით მიირთვით საუზმის წინ და სადილამდე ერთი საათით ადრე.
დარიჩინი კეფირით
- მძიმე ვახშმის სასარგებლო ალტერნატივა: დაუმატეთ ჩაის კოვზ დარიჩინს და ჩაის კოვზ თაფლს ნახევარი ლიტრი კეფირი. ღამის საკვების მიღება ჩაანაცვლეთ ამ სასმლით და შედეგიც არ დააყოვნებს.
წყარო:smi2