დიეტა / ფიტნესი

დარიჩინი - წონაში კლების ეფექტური საშუალება (3 რეცეპტი)

დარიჩინი - წონაში კლების ეფექტური საშუალება (3 რეცეპტი)
დარიჩინი არამარტო არომატული საკმაზია, არამედ წონის კლების საკმაოდ ეფექტური საშუალებაც არის. ამასთანავე, ის აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას.
Image result for Как обычная корица поможет сбросить вес
პირველ რიგში, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, წმენს ორგანიზმს ტოქსინებისგან. მეორე მხრივ, დარიჩინი აქრობს შიმშილის გრძნობას და აქვეითებს მადას, ხოლო მესამე მხრივ, სისხლში გლუკოზის დონეს აწესრიგებს და ინსულინს გამოამუშავებინებს.
Related image
როგორ მივიღოთ სწორად ეს ჯადოსნური საკმაზი? ყველასათვის გასაგებია, რომ ფუნთუშეული დარიჩინის შემცველობით, არ შეგვიწყობს ხელს წონის კლებაში.
Image result for Как обычная корица поможет сбросить вес
მარაო“ გიზიარებთ ეფექტურ რეცეპტებს
დარიჩინის შემცველობით.
Related image

დარიჩინი თაფლით

  • ჩაის კოვზი დარიჩინი წამოადუღეთ უკვე მდუღარე ჭიქა წყალთან ერთად. როცა გაგრილდება, დაუმატეთ ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული სასმელი უნდა დატოვოთ ცოტა ხნით: უმჯობესია, მოამზადოთ საღამოს, იმისათვის, რომ დილით მიირთვათ. ეს არომატული სასმელი უნდა მიიღოთ მთელი თვის განმავლობაში დილით გაღვიძებისთანავე და დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე. დამატებითი ეფექტურობისთვის შეგიძლიათ დაამატოთ სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.
Image result for Корица с мёдом

დარიჩინი თაფლით და ჯანჯაფილით

  • ჯანჯაფილის თვისებებზე არაერთ სტატიაში ვისაუბრეთ. შესაბამისად, ისიც, დარიჩინის მსგავსად, აქტიურად უწყობს ხელს ორგანიზმს წონის კლებაში. ჯანჯაფილის (იგივე კოჭას) ფესვი წმენდს ორგანიზმს მავნე ტოქსინებისგან. აიღეთ ჩაის კოვზი დაჭრილი კოჭა და ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი, დაასხით მდუღარე წყალი, ხოლო გაგრილებისთანავე დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი. დატოვეთ ცოტა ხნით, უმჯობესია მთელი ღამით და დილით მიირთვით საუზმის წინ და სადილამდე ერთი საათით ადრე.
Related image

დარიჩინი კეფირით

  • მძიმე ვახშმის სასარგებლო ალტერნატივა: დაუმატეთ ჩაის კოვზ დარიჩინს და ჩაის კოვზ თაფლს ნახევარი ლიტრი კეფირი. ღამის საკვების მიღება ჩაანაცვლეთ ამ სასმლით და შედეგიც არ დააყოვნებს.

Related imageRelated image
წყარო:smi2

ბეჭდვა
e87a93