ზაფხულის დიეტა: წონაში დაკლება შვებულების დროს - რეალურია!

ზაფხულის დიეტა: წონაში დაკლება შვებულების დროს - რეალურია!
დიეტა შვებულების დროს არ მოითხოვს კალორიების მკაცრ კონტროლს და ძალიან რთული კერძების მომზადებას. ის საშუალებას გაძლევთ, დატკბეთ დასვენებით და მოგზაურობებით და ამასთან, წონაშიც დაიკლოთ. როგორც ამბობენ: „ჭამე, გახდი და იმოგზაურე!“

ზაფხულის „შვებულების დიეტაში“ მთავარი - ყოველდღიური ფიზიკური აქტივობაა.

გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

  1. მიირთვით დიდი რაოდენობით სეზონური ხილი. კენკრა, ნესვი, საზამთრო - ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით უზრუნველყოფს, გაგიუმჯობესებთ მეტაბოლიზმს, შეგმატებთ ენერგიას და შიმშილის შეგრძნებისგან გაგათავისუფლებთ.
  2. არ დაივიწყოთ იოგურტი - ის აუცილებლად დაგჭირდებათ დასასვენებლად. ნატურალური იოგურტი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და
    თავიდან აგაცილებთ ყაბზობას, რაც ხშირი პრობლემაა, როდესაც კლიმატს იცვლით.
  3. შეზღუდეთ გაზიანი სასმელები. სვით ბევრი წყალი. კარგი იქნება, თუ ჭამის შემდეგ ლიმონიან წყალს დალევთ.
  4. რაც შეიძლება მეტი იარეთ ფეხით. დაათვალიერეთ ახალი ადგილები. სიარულის დროს სისხლი ჟანგბადით მდიდრდება, ნივთიერებათა ცვლა და მეტაბოლიზმი უმჯობესდება. შედეგად, ზედმეტი კილოგრამებისა და ტოქსინებისგან თავისუფლდებით.

შვებულება

წარმოგიდგენთ ზაფხულის დიეტის მენიუს, რომლის დაცვა დასასვენებლად წასულსაც არ გაგიჭირდებათ:


საუზმის ვარიანტები:

  1. მწვანე ჩაი ან უშაქრო ყავა. ბუტერბროდი ქათმის შაშხით. გამოიყენეთ შავი, ან მთელმარცვლიანი პური.
  2. მწვანე ჩაი ან უშაქრო ყავა. მოხარშული ქათმის სოსისი 2 ცალი, შავი პური და მოხარშული კვერცხი.
  3. მწვანე ჩაი, უცხიმო ან დაბალცხიმიანი ხაჭო. ხილი (კენკრა, ბანანი, კივი).

სადილის ვარიანტები:

  1. „აკროშკა“ (მაწვნის ცივი წვნიანი - მოხარშული კარტოფილით, კიტრით, მწვანე ხახვით, კამით, საქონლის მოხარშული ძეხვით, მოხარშული კვერცხით). რაოდენობა შეუზღუდავი.
  2. წიწიბურა; კიტრი-პომიდვრის ან მწვანე სალათი; ქათმის სოსისი (მოხარშული ან გრილზე მომზადებული).
  3. სალათა "შუბა" (შეგიძლიათ შეიძინოთ მზა მდგომარეობაში), მოთუშული ბოსტნეული, სენდვიჩი ქათმის ძეხვით.

ვახშმის ვარიანტები:

  1. უცხიმო ან დაბალცხიმიანი ხაჭო; კენკრა.
  2. მაწონი, იოგურტი ან კეფირი (დაბალცხიმიანი).

  • შუალედებში მიირთვით ხილი.

არ არის რეკომენდებული მიირთვათ:

  • ცხიმიანი, ორგანიზმისთვის მძიმე კერძები;
  • ფასტფუდი;
  • გამომცხვარი (ხაჭაპური, ღვეზელი და სხვ.);
  • ნამცხვრები და ტორტი.

ზაფხულის კვება დაგეხმარებათ, იყოთ ფორმაში დასვენების პერიოდშიც.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ლანა
რა სისულელეა ერთ ატამში 62 კალორია??? ხილის კალორიები არც ერთი არაა სწორი
22:46 / 25-06-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93