ინდოეთში სწამთ, რომ ყველა ჩვენგანს აქვს ენერგიის მარაგი და ნებისმიერ ჩვენგანს ძალუძს ჯანმრთელობის შენარჩუნება
ყოველგვარი სამედიცინო ჩარევების გარეშე. ეს მთავარი პოსტულატია, რომელიც ინდოელებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ უბიძგებს, სხეულის სრულყოფა და შინაგანი ჰარმონია - სწორედ აიურვედე ითვალისწინებს.
კვება აიურვედეს მიხედვით იგივეა რაც დეტოქს პროგრამა, რომელიც 3 დღეში მარტივად 5 კგ-ს მოცილებაში დაგეხმარებათ.
კვება აიურვედეს მიხედვით
კერძები მოამზადეთ მხოლოდ ახალი პროდუქტებით და შეეცადეთ მიიღოთ ბოსტნეული და ხილი უმ მდგომარეობაში, ეს შეამცირებს სხეულში ზედმეტი კალორიების დაგროვებას.
შეუთავსეთ პროდუქტები ერთმანეთს სწორად
სახამებელი, ცხიმები, ნახშირწყლები და ცილები დღის სხვადასხვა მონაკვეთში და ცალ-ცალკე უნდა მიიღოთ. მაგალითად იოგურტი და რძე უნდა მიიღოთ ხილისგან განცალკევებით, ხილი - კარტოფილისაგან განცალკევებით, ნესვი კი ყველა პროდუქტისგან განცალკევებით.
მენიუში ჩართეთ ხუთივე გემო: ცხარე, მჟავე, მწარე, მარილიანი და ტკბილი. ორგანიზმმა ყველა პალიტრა უნდა მიიღოს.
დაამატეთ დესერტები
ისინი შეიცავენ ორგანიზმისთვის სასარგებლო საკმაოდ ფართო ასორტიმენტს, რომელიც დეტოქს პროგრამაში გახდომას ხელს შეუწყობს.
დეტოქს-პროგრამების 79% შეიცავს ბევრ სხვადასხვა სასმელს, ამ შემთხვევაში კი პირიქით ხდება.
დეტოქსი 3 დღეში - მენიუ
- ფაფის ულუფა - 150 გრამი,
- სუპი - 250 მილიგრამი,
- სალათი და რაგუ - 200 გრამი,
- რძე ან ნებისმიერი სხვა სასმელი - 150 მილიგრამი,
- დიეტური ხორცი - 150 გრამი
დღე პირველი
- ბურღულეულის ფაფა ფინიკითა და გოგრის თესლით, მწვანე ჩაისთან ერთად მიირთვით საუზმეზე.
- ისპანახის სუპი, ჭარხლის სალათი ქინძთან და ზეთისხილის ზეთთან ერთად, მწვანე ჩაი სადილის დროს მიირთვით
- ლანჩი გაამდიდრეთ რძითა და ბერძნული მიწის თხილით.
- ბრინჯის ფაფა სანელებლებთან ერთად, ბოსტნეულის სალათი, მწვანე ჩაი - ვახშამზე.
დღე მეორე
- საუზმე - ვაშლი და მწვანე ჩაი
- სადილი - ლობიოს სუპი, გამომცხვარი ბოსტნეული და მწვანე ჩაი
- ლანჩი - ნახევარი ავოკადო და წყალი
- ვახშამი - ომლეტი ორი კვერცხისგან, გამომცხვარი ბოსტნეული და მწვანე ჩაი.
დღე მესამე
- საუზმე - ბოსტნეულის სალათი კინოასთან ერთად და მწვანე ჩაი
- სადილი - ბოსტნეულის რაგუ ლობიოსთან ერთად, ინდაურის ფილე ორთქლზე და მწვანე ჩაი
- ლანჩი - სტაფილოს ხალვა
- ვახშამი - გოგრის სუპი სანელებლებით და მწვანე ჩაი
დეტოქს პროგრამა ორგანიზმის გასაწმენდად საკმაოდ ეფექტურია, ამ პროდუქტების გარდა, აუცილებლად უნდა მიიღოთ დღეში სულ მცირე 1.5 ლიტრი წყალი, რაც თირკმელების ეფექტურად მოქმედებას განაპირობებს. მასაჟი და ცურვა ეფექტს უფრო დააჩქარებს. მაშასადამე, თუკი ფიქრობთ, რომ დროა მოიწესრიგოთ თავი ზღვის სეზონისთვის და დაემშვიდობოთ ზედმეტ 5 კილოგრამს, იმოქმედეთ.
წყარო: sovkusom