დიეტა ჯესიკა ალბას სტილში - ორსულობის შემდეგ სასურველი ფორმების დასაბრუნებლად

დიეტა ჯესიკა ალბას სტილში - ორსულობის შემდეგ სასურველი ფორმების დასაბრუნებლად
38 წლის ჯესიკა ალბა - ჰოლივუდის ერთ-ერთ ლამაზმანად ითვლება. 3 ორსულობის შემდეგაც კი ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება მსახიობი და თამამად პოზირებს ფოტოკამერების წინ.
актриса джессика альба
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ჯესიკამ აღნიშნა, მიდრეკილია საკმაოდ სწრაფად წონის მატებისკენ. შესაბამისად, 15 კილოგრამზე მეტი მოიმატა თითოეული შვილის გაჩენის შემდეგ. ამიტომ ფორმების დაბრუნებაში ხელი შეუწყო დიეტამ „3-2-1“.
джессика альба беременна

ჯესიკა ალბას დიეტა

დიეტა შემუშავებულია ჰოლივუდელი მწვრთნელის, რამონ ბრაგანზის მიერ. ეს სისტემა კი სპეციალურად მათთვის არის შედგენილი, ვინც დიდი ხანი არ არის, რაც იმშობიარა. დღიური კვების რაციონი 3-ჯერ საკვების
მიღებაზე და 2-ჯერ წახემსებაზეა ორიენტირებული. აუცილებელი პირობაა - 1.5 ლიტრი წყალი დღის განმავლობაში. დიეტა გათვლილია 12 კვირაზე. ენერგეტიკული ღირებულება დღიურ რაციონში - 1700-1900კილოკალორიაა, რაც ლაქტაციისთვის სრულიად საკმარისია.
сбалансированная диета
პირველი კვირის განმავლობაში რაციონიდან სახამებლის შემცველი პროდუქტებისა და მარილის ამოღებით დაიწყეთ. იმისათვის, რომ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოდევნოთ. ამოიღეთ ტკბილეული და გამომცხვარი პროდუქტები.
дробное питание
სხვა მხრივ, მკაცრი შეზღუდვები ნამდვილად არ გაქვთ: კვება დაბალანსებული და მრავალფეროვანია: ქათამი, თევზი, ბოსტნეულისა და მარცვლეულის გარნირები. რაციონის დაკორექტირება ხდება ჯანსაღი ბოსტნეულის მიღების გაზრდისა და ხილის შემცირების ხარჯზე. ასევე იცვლება საკვების მომზადების რაციონი. მოამზადეთ ორთქლზე ან გამოაცხვეთ ღუმელში.
Image result for Джессики Альбы
5-ჯერ კვების შემთხვევაში ულუფები თქვენი მუშტის რაოდენობის უნდა იყოს. უარი თქვით საკვების სოუსებით შეკმაზვაზე, რაც აძლიერებს მადას და შეიცავს ფარულ დამატკბობელს.
Image result for Джессики Альбы
სპორტი - აუცილებელი პირობა ნებისმიერი დიეტის დროს. ფიზიკურ დატვირთვებს ჯესიკა დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც ექიმისგან მიიღო ნებართვა. ამან კი დააჩქარა გახდომის პროცესი და შედეგად დაუბრუნა პირვანდელი პარამეტრები.
Related image
თქვენ რამდენი კილოგრამი მოიმატეთ ორსულობისას და როგორ იბრუნებთ ფორმებს?
გაგვიზიარეთ თქვენი ისტორიები.
Related image
წყარო:sovkusom
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30