„მიირთვით, რაც გაგიხარდებათ...“ - დიეტა შაკირას წესებით

„მიირთვით, რაც გაგიხარდებათ...“ - დიეტა შაკირას წესებით
ამ კოლუმბიელ ლამაზმანს და მის შემოქმედებას თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს. ბევრი საუბრობს მის წარმატებულ ქორწინებასა და იდეალურ აღნაგობაზე. სცენაზე გამოსვლისთანავე შაკირა იზაბელ მებარაკ რიპოლი ყველას მონუსხულს ტოვებს თავისი სილამაზითა და ხმით, ეს კოლუმბიელი ქალი კი, არ დაგავიწყდეთ, რომ უკვე 42 წლისაა!


იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა თავისი აღნაგობა მშობიარობის შემდეგ, შაკირა 2-3 საათში ერთხელ მიირთმევდა მცირე ულუფებით 200-250 კილოკალორიას. მისი კვების რაციონი გამდიდრებულია ცილებით, რკინითა და კალციუმით. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ფიზიკური აქტივობაც, რომელიც მომღერლისთვის ცეკვის სახით გამოიხატება.
Image result for shakira

ბავშვობის კომპლექსები

ეს ახლა არის შაკირას აღნაგობა აღტაცების საგანი, რასაც მის ახალგაზრდობის წლებზე ვერ ვიტყვით. მომღერალი დაკომპლექსებული იყო მსხვილი თეძოებისა და ფუმფულა ფორმების გამო, შემდგომ კი ტანის „გამოძერწვაში“ სწორედ ცეკვები დაეხმარა.

როგორც ნამდვილი ლათინოამერიკელი, შაკირა გიჟდება ხორცპროდუქტებსა და კალორიულ საკვებზე. მეორე შვილის გაჩენის შემდეგ კი მოუწია თავის ჩვევებზე უარის თქმა. მან დაიწყო თავის გვერდზე გამომწერებისთვის რჩევების დარიგება და მათი დაცვა.


  • დაიცავით ოქროს შუალედი: არ იშიმშილოთ, თუმცა არც გადაჭამოთ ყველაფერი.
  • დალიეთ ლიმონიანი თბილი წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • ყოველთვის ისაუზმეთ.
  • როცა დიეტაზე ხართ, ერთი დღე განტვირთვის დღედ გამოაცხადეთ.
  • მიირთვით რაც გინდათ, უბრალოდ დაიცავით ზომიერება.

შაკირას დიეტა 2 კვირაზე

  1. საუზმე: ფორთოხლის ან გრეიპფრუტის წვენი, ნესვის ნაჭერი, ტოსტის პური უცხიმო ხაჭოსთან ერთად, რძიანი ჩაი.
  2. სამხარი: 2 კივი ან ატამი, ერთი ჭიქა უცხიმო იოგურტი.
  3. სადილი: ბოსტნეულის სალათა პომიდვრითა და ისპანახით, ზეთისხილის ზეთთან ერთად; სპაგეტი ბოსტნეულთან ან სტეიკთან ერთად გამომცხვარი გრილზე; ხილის სალათა; ნატურალური იოგურტი ან ტომატის წვენი უცხიმო ყველთან ერთად.
  4. ვახშამი: ბოსტნეულის სუპი, ბროკოლი ტომატით, ხილის სალათა.
Related image
აკრძალვა ეხება ყავას, ალკოჰოლს და ტკბილეულს.
არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ მომღერალი დიდ დროს უთმობს ფიზიკურ აქტივობებს, როგორებიცაა: კარდიოვარჯიშები, ცეკვები, მუცლის ცეკვები 30 წუთის განმავლობაში კვირაში სამჯერ.

Image result for shakira
თქვენ რა მეთოდს მიმართავთ გასახდომად?

Image result for shakira
წყარო:sovkusom
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
მერაბი
სასაცილო ის არის, რომ ეს ჩვენი ლამაზისეულები ამისთანებს ბაძავენ, თითქოს უმდიდრესი და უზრუნველი ქვეყნის შვილები იყვნენ, აბა, მე უკეთეს რჩევას მოგცემთ-გაუნაწილეთ ღარიბ- ღატაკებს თქვენი ყოველდღიური ულუფა , რომ ნაგვის ბუნკერებში აღარ ეძებონ საჭმელი და მაშინ იქნება თქვენი სიგამხდრე მშვენიერი და პატივსაცემი.
12:42 / 10-09-2019
გამოხმაურება / 0 /
ddgfdf
მეტი სხვა საქმე არ აქვს და....
18:21 / 17-06-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93